ЭКОНОМИКА

მთიანი ყარაბაღისა და მისი ტერიტორიის შესახებ (ისტორია და თანამედროვეობა)

21.11.15 19:46




აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილი, მთიანი ყარაბაღის მნიშვნელობის მატარებელი ტერმინი "მთიანი ყარაბაღი" პირველი მსოფლიო ომის შემდგომ შემოივდა ტერმინოლოგიაში და ახალი კონკრეტული პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა.



ერთ დროს ამიერკავკასიის ქვეყნის კომიტეტის მთიანი ყარაბაღის (მყ) პასუხისმგებელი წარმომადგენელი შ. შადუნსი წერდა( 1922 წ.,20 დეკემბერი) "... ამ პერიოდში შემოვიდა დაშნაკთა მიერ შექმნილი ახალი ტერმინი – მთიანი ყარაბაღი .(აქ და შემდეგ კურსივი მე მეკუთვნის –ქ.შ.) მას შემდეგ ,რაც დაშნაკები სომხეთში ხელისუფლების სათავეში მოექცნენ, მყ–ის ხელში ჩასაგდებად ხელახლა წამოიწყეს ბრძოლები." სომხეთის გასაბჭოების შემდეგაც ეს ბრძოლები კვლავ გრძელდება და აზერბაიჯანის ისტორიულ მიწებზე ავტონომიური ოლქი იქმნება.

გეორგაფიულად როგორ ჩამოყალიბდა მთიან ყარაბაღს „მოწყვეტილი„მყ –ის ტერიტორია? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ყარაბაღის შესახებ წარმოდგენა უნდა ვიქონიოთ.მ.ჯ. ჯავანშირი ( 1773–1853 ) „ყარაბაღის ისტორიაში„ გვიჩვენებს,რომ „ უძველესი ისტორიული წიგნების მიხედვით ყარაბაღის ავტონომიის საზღვრებია : სამხრეთით ხუდაფარინის ხიდიდან – წითელ ხიდამდე , ახლა სინიგ ქორფუ ,ყაზახ შამსადდინის და დემირჩი – ჰასანლის შორისაა...აღმოსავლეთით მდინარე მტკვარია , სოფელ ჯავადში უერთდება მდინარე არაქსს და კასპიის ზღვაში ჩაედინება. ჩრდილოეთით ყარაბაღის ელიზავეტაპოლამდე ( განჯა –ქ.შ.) მდინარე მტკვრამდე – მდინარე გორანია... დასავლეთით ქუშბეკის,სალვართის და არიქლის სახელწოდების ყარაბაღის მაღალი მთებია" (ყარაბაღნამეები. 1–ელი წიგნი, ბაქო, 1989 წ.) 1822 წელს ყარაბაღის სახანო გაუქმებულა და პროვინციად ქცეულა .1836 წელს სანქტ–პეტერბურგში გამოცემულ „ ობოზრენიე„–ში ყარაბაღის საზღვრები და ტერიტორია ( 13.000 კვ. ვერსტი) იყო მოცემული და აღნიშნული იყო,რომ მის დიდ ტერიტორიას მთები ფარავს. (Обозрение Российских владений за Кавказом. ч. III СПб., 1836). ცნობილი აღმოსავლეთმცოდნის მ.ა. სკიბითსკის შვილი ა. სკიბითსკი „ კავკაიის კრიზისი„ სახელწოდების სტატიაში წერს: „ ... მთიანი ყარაბაღის სახანოს მთიანი ნაწილი ,იმ დროს ყარაბაღად იწოდებოდა. აღმოსავლეთით ყარაბაღის მთების ციკლი, დასავლეთით კი ზანგაზურის მთებს შორის მდებარე მიწები , აგრეთვე ზემო ყარაბაღისა და ბარად წოდებულ ქვემო ყარაბაღის ერთმანეთისაგან გამყოფი ყარაბაღის საძოვრები იმავე ტერიტორიაში შედიოდა.„ (Скибицкий А. Карабахский кризис// Союз, 1991, N 7). მეფის რუსეთის შემადგენლობაში მთიანი ყარაბაღის ტერიტორია სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებად იყო დაყოფილი.ამ დროს მისი ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული იყო. მისი აღდგენა სრ –ის პერიოდში გახდა შესაძლებელი.

მაგრამ მთიანი ყარაბაღის ოლქის (აზერბაიჯანის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1923 წლის 7 ივლისის დეკრეტში ასე იწოდებოდა –ქ.შ.) შექმნა და მისი მთლიანობა ახლიდან და ძირეულად ირღვევა. მთიანი ყარაბაღის ტერიტორია არა მეცნიერულ–გეოგრაფიული,არამედ ვოლიუნტარისტული პრინციპის საფუძველზე ყალიბდება. ანუ შეიქმნა იმ პრინციპით,რომ ავტონომიის სახელწოდებით გააერთიანებინა ის ლოკალური ადგილები , სადაც სომხები მაცხოვრებელთა უმეტესობას შეადგენდნენ.( საჭიროა აღინიშნოს,რომ ამ პრინციპით მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ან და დიდ ქალაქში კომპაქტურად მცხოვრები ნებისმიერი ჩამოსული მოსახლეობის ადმინისტრაციულ– პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა შეიძლება. ასე რომ ნიუ–ორკში ჩინელების უბნის საფუძველზე ჩინელებისთვის ან და შესაბამისი წესით იაპონელებისათვის ავტონომიური ოლქის მოთხოვნა შეიძლება.) საქმე ისე წარიმართა,რომ ქელბეჯერის კუთვნილი აღდაბანის და ფიზულის კუთვნილი იუხარი ვეისალის სოფლები მთიანი ყარაბაღის საზღვარს შიგნით მოექცნენ, შეიცვალა ადმინისტრაციული ქვეშემრდომობა. მთიანი ყარაბაღის წესდების (1923, ივლისი) მის შემადგენლობაში 170–ზე მეტი საცხოვრებელი პუნქტი იქნა გაერთიანებული და მის ქვეშემრდომობაში გადავიდა.. აზერბაიჯანის ცენტრალური სტატისტიკის სამმართველოს 1924 წლის ინფორმაციით ,აღნიშნული საცხოვრებელი პუნქტების რაოდენობა 200–ზე მეტს (Азербайджанская селъско–хозяйственная переписъ 1921 г. т.III.впы. XVII. Баку, 1924), Q. Koçaryan (Кочарян Г.А. Нагорный Карабах Баку, 1925) ანუ 215–ს შეადგენდა . ეს კი ადასტურებს,რომ ფაქტიურად მთიანი ყარაბაღის ტერიტორია , დამატებით ჩართული საცხოვრებელი პუნქტების ხარჯზე იყო გაზრდილი.

ამრიგად, ნათელი ხდება,რომ „მთიანი ყარაბაღის მნიშვნელობის გაგებას თავისი ისტორია გააჩნია და სომეხი სეპარატისტების პოლიტიკის შესაბამისად არის გართულებული:

1) აღნიშნული ტერმინი შეიქმნა დაშნაკების მიერ .

2) გეოგრაფიული თვალსაზრისით რეალურად მთიანი ყარაბაღი კი არა, სომხებით დასახლებული ტერიტორია ჩამოაყალიბეს მიზანმიმართულად .

3) დაიწყეს ცალკე სახელმწიფოდ წარდგენა ( შემთხვევითი არ არის რომ მთიანი ყარაბაღი ითარგმნება რუსულად,მაგრამ საერთაშორისო დოკუმენტებში როგორც „ნაგორნი კარაბახ„ –ად არის მოცემული).

4) ყოველივე ამის შემდგომ პოლიტიკური ანგაჟირებისა და რუსული კალკის შესაბამისად ეთნოსიზაციის (გასომხების) მცდელობებმა ფართო მასშტაბი მიიღო .

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента