ЭКОНОМИКА

ეუთო: ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას დრო სჭირდება

21.11.15 19:46




ეუთოს წარმომადგენლის, ირალანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის ეიმონ გილმორის განცხადებით, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას დრო და ძალისხმევა სჭირდება.



„დრო და ყველა მხრიდან ძალისხმევა სჭირდება ამ პრობლემის მოგვარებას, რათა შევქმნათ კონფლიქტის მოგვარების შესაბამისი პირობები. ეს პარალელურად, ყველა დონეზე უნდა გაკეთდეს. რაც შეეხება ირლანდიის გამოცდილებას კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, აქ საჭიროა რამდენიმე კომბინაციური სვლები, აგრეთვე, კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარისგან ლიდერის თვისებებისა და მამაცობის გამოვლენა. ხალხი, რომელიც კონფლიქტურ რეგიონებში ცხოვრობს, მშვიდობასა და სტაბილურობას იმსახურებს", - განაცხადა გილმორმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ეუთოს წარმომადგენელი რეგიონალური ტურნეს ფარგლებში ერევანში ორი დღეა მართავს შეხვედრებს,დღეს თბილისს ეწვევა, ხოლო 14 ივნისს ბაქოში დაასრულებს ვიზიტს. გილმორის ვიზიტი რეგიონში კონფლიქტების მოგვარების საკითხებს ეძღვნება. ამ წელს სამხრეთ კავკასიის კონფლიქტები ეუთო-ში გილმორის მთავარი სამუშაო თემა იქნება.

Прочитано : 10


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента