ЭКОНОМИКА

აზერბაიჯანმა ევროსაბჭოს სომხეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება სთხოვა

21.11.15 19:34




სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა. ილჰამ ალიევმა აქცენტი ტერიტორიულ მთლიანობასა და სომხეთის მხრიდან ტერიტორიულ კონფლიქტთან დაკავშირებული რეზოლუციების არშესრულებაზე გააკეთა. აზერბაიჯანი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ითხოვს.



"რეფორმების გატარება ჩვენთვის პრიორიტეტია, არა მხოლოდ იმისთვის, რომ ეს ვალდებულებაა და საერთაშორისო ქება დავიმსახუროთ, არამედ ეს აუცილებელია აზერბაიჯანის მოდერნიზაციისთვის. ძლიერი ინსტიტუტების გარეშე ეკონომიკური პროგრესი სტაბილური არ იქნება. ჩვენთვის პრიორიტეტულია რეზოლუციების შესრულება, თუმცა არცერთი დოკუმენტი, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებულ კონფლიქტს ეხება, არ სრულდება. ტერიტორიული მთლიანობის დაცვა არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი და ეს პრინციპი ყველამ უნდა დაიცვას", - განაცხადა ილჰამ ალიევმა

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента