ЭКОНОМИКА
21.11.15 18:41
"არც ერთი საზღვარი ისე არ ჩაკეტილა, როგორც ეს... აზერბაიჯანიდან ათი მილის დაშორებით, ქალაქ ტერტერთან გზა აღარ გრძელდება...", _ წერს კავკასიის მკვლევარი თომას დე ვაალი აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრის შესახებ თავის წიგნში „შავი ბაღი: სომხეთი და აზერბაიჯანი მშვიდობისა და ომის დროს."
აღნიშნული საზღვარი 1988-1994 წლებში, მიმდინარე მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ მიღწეული შეთანხმების შემდეგ ჩაიკეტა. მიუხედავად იმისა, რომ 1994 წლის მაისში სომხეთი და აზერბაიჯანი გაყინული კონფლიქტის ფაზაში შევიდა, დაპირისპირება პოლიტიკურ დონეზე კვლავ მიმდინარეობდა. დღეს ამ ორ ქვეყანას შორის „არც მშვიდობა სუფევს, არც ომი."
26 თებერვალი აზერბაიჯანელი ხალხისთვის ღირსსახსოვარი, ეროვნული გლოვის დღეა; დღე, როცა აზერბაიჯანელი მოსახლეობა კონფლიქტის პერიოდში დაღუპულებს იხსენებს.
ცნობისთვის, 80-იანი წლების ბოლოს, ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა აზერბაიჯანიდან გამოყოფის მოთხოვნით, აქტიური გამოსვლები დაიწყეს. ღია საომარი დაპირისპირება კი, 1988 წელს დაიწყო და 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე დასრულდა. სომხებმა ყარაბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარეს. ოფიციალურად, სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელი მოწერილი არ ყოფილა, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა მცდელობა ყარაბაღის სტატუსის მოგვარების შესახებ უშედეგო გამოდგა.
სომხეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიის თითქმის 20 პროცენტი დაიკავა, მათ შორის მთიანი ყარაბაღი და შვიდი სხვა რაიონი.
1992 წლის 26 თებერვალს ქალაქ ხოჯალის მშვიდობიანი მოსახლეობა სისხლიანი ტრაგედიის მსხვერპლად იქცა.
1991 წლის ოქტომბრის ბოლოდან მოყოლებული, ხოჯალი ბლოკადაში მოექცა და საავტომობილო გზები გადაიკეტა. იანვრიდან ვერტმფრენით კავშირიც შეწყდა და ელექტროენერგიის მიწოდებაც. მოსახლეობას ადგილობრივი პოლიცია და ეროვნული გვარდიის მებრძოლები იცავდნენ. მშვიდობიანი მოსახლეობა ყოველდღე ზარბაზნებისა და მძიმე ტექნიკის სამიზნე იყო. 25 თებერვლის საღამოს ქალაქში სროლები დაიწყო, 26 თებერვალს კი, ხოჯალი მთლიანად ცეცხლის ალში გაეხვია. ცოცხლად გადარჩენილი, დაახლოებით, 2500 კაცი, თავდაღწევის მიზნით, ახლომდებარე ქალაქ აღდამისკენ გაიქცა, მაგრამ ადგილამდე ვერ მიაღწიეს, რადგანაც მოწინააღმდეგის შეიარაღებულმა ძალებმა გაქცეულ მოსახლეობას გზა მოუჭრა...
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი დღის განმავლობაში 613 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რომელთა შორის 63 ბავშვი, 106 ქალი და 70 მოხუცი იყო. მძევლად აიყვანეს 1275 ადამიანი, რომელთაგან 150-ის ბედი დღემდე უცნობია.
ყოველივე ამის გამო, ეს ტრაგედია გენოციდად იწოდება. მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა, ცოცხლად გადარჩენილი მცირე ნაწილის ლტოლვილად ქცევა, ისტორიის ფურცლებზე „ხოჯალის გენოციდის" სახელწოდებით აღიბეჭდა.
ხუთი წლის შემდეგ, 1997 წელს, პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა გამოსცა დადგენილება "ხოჯალის გენოციდის" შესახებ.
2012 წელს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ეს მოვლენები შეაფასა როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი სისხლიანი დანაშაული კაცობრიობის წინაშე და აზერბაიჯანელი ხალხის გენოციდი. მაშინ ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა იდრის ნაიმ შაჰინმა განაცხადა, რომ ხოჯალის გენოციდი კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი სამარცხვინო ლაქაა და თურქეთი ყოველთვის იქნება მოძმე აზერბაიჯანის გვერდით.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატებმა ამ საკითხის განხილვისას ხოჯალის ტრაგედია შეაფასეს, როგორც მძიმე სამხედრო დანაშაული და მისი უარყოფის მცდელობა ჩათვალეს დანაშაულში თანამონაწილეობად.
ხოჯალის ტრაგედიასთან დაკავშირებით, საფრანგეთის სენატის სხდომაზე გამოსულმა სენატორმა ნატალი გულემ შეახსენა დამსწრეებს, რომ სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტს 30 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა და მიუხედავად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული 4 რეზოლუციისა, რომელიც მოუწოდებდა სომხეთს დაებრუნებინა ოკუპირებული ტერიტორიები აზერბაიჯანისთვის, არც ერთი არ შესრულებულა.
რაც შეეხება მთლიანად მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, 30000 ადამიანი დაიღუპა, ორჯერ მეტი მებრძოლი და სამოქალაქო პირი კი დაიჭრა. დაახლოებით, ერთმა მილიონმა ადამიანმა, 800 000-მა აზერბაიჯანელმა საკუთარი სახლი დატოვა. დღემდე, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაერო-სა და ეუთოს მცდელობა - მოლაპარაკების გზით მოაგვარონ ყარაბაღის კონფლიქტი, უშედეგოა.
Прочитано : 1
Напишите комментарии
Новостная Лента
-
Григол Вашадзе покидает парламент
18:0017.04.24
-
17:3817.04.24
-
По информации очевидцев, на улице Табидзе была стрельба - Ранены 3 человека
16:5017.04.24
-
Павел Герчинский заявил, что вопрос Грузии не включен в повестку сегодняшнего заседания Евросовета
16:1017.04.24
-
Парламент поддержал законопроект о «Прозрачности иностранного влияния» в первом чтении
15:2317.04.24
-
Каха Каладзе - Будет сделано все, чтобы сохранить мир в стране
14:3017.04.24
-
Президент встретится с послами США, стран ЕС и Великобритании
13:4517.04.24
-
12:5417.04.24
-
Леван Иоселиани посетил арестованных на митинге
12:1117.04.24
-
Жозеп Боррель выдвинул Тойво Клаара на пост посла в Узбекистане
11:3517.04.24
-
17 апреля в здании парламента Грузии будет действовать "желтый" уровень безопасности
10:3517.04.24
-
Шалва Папуашвили встретился с делегацией Турецкой Республики
18:0016.04.24
-
Натия Турнава примет участие в весенних заседаниях МВФ и Всемирного банка
16:5116.04.24
-
16:1916.04.24
-
Россия торопит Иран с железной дорогой Решт-Астара
15:2216.04.24
-
Давид Матикашвили - Похоже, радикалы собираются обострить ситуацию
14:5916.04.24
-
Positive Peace Report - Грузия вошла в число 50 лучших стран
14:1616.04.24
-
13:3916.04.24
-
12:5616.04.24
-
12:0516.04.24
-
16 апреля в здании парламента Грузии будет действовать "желтый" уровень безопасности
11:1116.04.24
-
По информации МВД, на акции возле парламента полиция задержала 14 человек
10:3016.04.24
-
18:0015.04.24
-
17:1615.04.24
-
16:3515.04.24
-
15:5015.04.24
-
Ираклий Кобахидзе проводит встречу с послами США, Великобритании и Евросоюза
15:0015.04.24
-
По прогнозам синоптиков, в ближайшие дни температура в Грузии поднимется до 33 градусов
14:2215.04.24
-
Ираклий Кобахидзе встретился с китайской делегацией
13:4515.04.24
-
12:5315.04.24
-
12:1515.04.24
-
"Грузстат" - В январе-марте товарный внешнеторговый оборот в Грузии снизился на 6,5%
11:3115.04.24
-
15 апреля во здании парламента Грузии будет действовать "желтый" уровень безопасности
10:3015.04.24
-
Реальная Армения и мифическая «историческая Армения» реваншистов
7:4915.04.24
-
Славное прошлое Абхазии и жалкая сепаратистская «элита», ведущая Абхазию в чужие руки
12:5013.04.24
-
Ираклий Гарибашвили встретится с партактивом Рача-Лечхуми-Квемо Сванети
12:0013.04.24