ЭКОНОМИКА

პასკევიჩი: “ლტოლვილთა უმრავლესობას, განსაკუთრებით კი ღარიბებს ყარაბაღში გადასახლება უნდოდათ…“

21.11.15 18:39




სომხების ირანიდან გადმოსახლების მთავარი მიზანი რუსეთის აზერბაიჯანელებით დასახლებული ტერიტორიების „გაქრისტიანება„ , ანუ უფრო სწორად „გასომხება„ იყო. XIX საუკუნის 30–იანი წლების დასაწყისში „ამიერკავკაიის „ადმინისტრაციული შემადგენლობის „ განსაზღვრისათვის სენატორების პ.ი.კუტიაისოვისა და ი.ი. მეჩნიკოვის ამ ტერიტორიაზე ჩამოსვლა სწორედ რომ, ამ მიზანს ემსახურებოდა. მათ სურდათ „ამ რეგიონში მცხოვრებნი მართმადიდებლური რელიგიით განემსჭვალათ და გამაცოცხლებელი ჯვარი ისლამის ნანგრევებზე აეღორძინებინათ" ,რისთვისაც „ ამ ტერიტორიის მაცხოვრებლებს „სთავაზობდნენ„ –აიძულებდნენ,რომ რუსულად ეგრძნოთ, ეფიქრათ და ელაპარაკათ ",



ლაზარევი,რომელიც თავის თავს ამ „ემიგრაციის სულისჩამდგმელად„ მიიჩნევდა სომხების გადასახლებასთან დაკავშირებით გიგანტურ საქმეებს აკეთებდა. ის პასკევიჩს ეუბნებოდა,რომ , მან შესძლო, სომხებისათვის დაედასტურებინა,რომ მათი „ ქველმოქმედი და ერთმორწმუნე სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ ყოფნა მომავალი თაობისათვის და მათი კეთილდღეობისათვის შესანიშნავი პირობაა. "

„მათთან მყოფი ოფიცრების მცდელობებით განმტკიცებულმა ამ შეთავაზებებმა ისეთ წარმატებებს მიაღწია,რომ ჯერ მარაღას სომხებმა, შემდეგ კი აზერბაიჯანში ( ირანის აზერბაიჯანი) მცხოვრებმა სომხებმა თანხმობა განაცხადეს ..."

როგორც რუსი მკვლევარი გლინკა წერდა :„ თურქმენჩაის მიმდებარე ტერიტორიებიდან მყოფმა სომხებმა ყარაბაღში იწყეს დენა" . მოკლე დროის ,სამი თვის მანძილზე 8000–ზე მეტმა სომხურმა ოჯახმა გადალახა მდინარე არაქსი.

ნახეს რა ნახჭივნის ოლქში ძალზედ ბევრი გადასახლებული ოჯახი მოგროვდა და სახელმწიფო მიწებზე მათი დასახლება გაძნელდა 1828 წლის 24 აპრილს პასკევიჩი ლაზარევს სწერდა: „ გადასახლებულთა უმრავლესობას და მათ შორის ღარიბთა უმეტესობას ყარაბაღში სურთ გადასახლება. იქ ისინი ყველაფრით იქნებიან უზრუნველყოფილნი..."

უნდა აღინიშნოს,რომ ლაზარევი ამ საკითხით დიდ ძალისხმევას იჩენდა.გლინკა მოწმის სახით ამბობს :„ ლაზარევმა სომეხთა უმრავლესობა დაარწმუნა იმაში,რომ ირავანისა და ყარაბაღის სახანოებში გადასახლდნენ და მათ გზის ფულიც კი მისცა." სომხების ყარაბაღში გადასახლებას ყარაბაღის კომენდანტი კალაჩევსკიც გულმოდგინედ ცდილობდა. მან თბილისის სამხედრო გუბერნატორს ამცნო,რომ „ყარაბაღში გადასახლების მსურველ სომხებს ირანის მთავრობა ძალზედ ავიწროვებს". 1828 წლის 9 ნოემბერის წერილით პასკევიჩი გრიბოედოვს " მისი აღმატებულება ნაიბ–სულთანთან ( ფათალი შახის ვაჟიშვილი ,ირანის სატახტო გვირგვინის მემკვიდრე) შვიდ პუნქტიან შესაბამის ურთიერთობაში " შესვლას ჰპირდება.

1828 წლის 29 ნოემბერს გრიბოედოვი პასკევიჩს აცნობებდა,რომ კაპიტან კალაჩევსკის საბუთების საფუძველზე ჩემი შეთავაზების შესახებ შესაბამისი ღონისძიებები იქნა გატარებული.." იმავე პერიოდში გრიბოედევმა კალაჩევსკის აცნობა,რომ „ თქვენი მოთხოვნები ჩემთან ან და ჩემი არყოფნის პერიოდში ამბურგერის უნივერსიტეტში მიმართეთ და ისინი შესრულებული იქნება."

ა.ს.გრიბოედოვი „ სომხების ირანიდან ჩვენს ოლქში გადმოსახლების შესახებ წერილებ„ში აღნიშნავს,რომ გადასახლებული სომხები „ძირითადად მუსლიმანი მემამულეების მიწებზე დასახლდნენ.ზაფხულში ეს შესაძლებელია. რადგანაც მუსლიმანი მიწათმფლობელები ზაფხულში იაილაღებზე არიან და უცხოელ გადმოსახლებულებულებთან ურთიერთობაში არ იმყოფებიან... გადმოსახლებულები თვითონ სივიწროვეში ცხოვრობენ და მუსლიმანებსაც ავიწროვებენ. ეს მუსლიმანების საფუძვლიან უსიამოვნების მიზეზი ხდება.

ტოფიგ ქოჩარლი: „ ყარაბაღის საკითხების ისტორიის შესახებ ( სიმართლე და მოგონილი) „(რუსულ ენაზე) ბაქო 2009 , წიგნის მასალების საფუძველზე მომზადებულია გუნდუზ ნასიბოვის მიერ

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента