ЭКОНОМИКА

გურამ მარხულია „დაშნაკცუტუნის“ სისხლიანი ნაკვალევი' თავი III

21.11.15 16:12




სომხები - რუსეთის გეოპოლიტიკური იარაღი ოსმალეთისა და სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ

ისტორიულ დოკუმენტებზე და მასალებზე დაყრდნობით ირკვევა რომ „სომხური საკითხი" წარმოიშვა ჯერ კიდევ პეტრე I პერიოდიდან, რადგან პეტრე დიდი ცდილობდა შეექმნა ამიერკავკასიაში გაერთიანებული სომხურ-ქართული სამეფო, უკიდურეს შემთხვევაში კი თვითმყოფადი სომხური გაერთიანება. ეკატერინე II გააგრძელა პეტრესეული მეთოდები ოსმალეთის იმპერიის და ირანის სომხების გასახლებისა რუსეთში, სხვადასხვა პრივილეგიების მიცემის პირობით. ასე გაჩნდა სომხური მხარე სამხრეთ კავკასიაში.


რუსეთის იმპერია ისწრაფოდა შექმნა ქართულ-სომხური ფედერალისტური სახელმწიფო, როგორც ბუფერული ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფო სპარსეთისა და ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ, თუმცა შემდგომში რუსეთმა შეცვალა თავისი პოლიტიკა ამ საკითხის მიმართ. პირიქით გააუქმა ქართული სახელმწიფოებრიობა სომხეთის შექმნაზე საუბარი არც იყო, თუმცა სომხები გახდნენ დიდი მოთამაშე რუსეთის იმპერიის ხელში, მათ ძველებურად პირდებოდნენ სომხეთის სახელმწიფოს შექმნას გარკვეულ ტერიტორიებზე, ეს აუცილებელი იყო რუსეთისთვის თავისი დამპყრობლური პოლიტიკის საწარმოებლად ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ. შემდგომში სომხები გახდნენ უკვე მიმზიდველები ევროპის ქვეყნებისთვისაც, რადგან მათაც ჰქონდათ საკუთარი გეგმები ოსმალეთის მიმართ.
ადრიანოპოლის ზავის შემდეგ ოსმალეთის ხელისუფლება ძირითადად დაკავებული იყო მეჰმედ ალის აჯანყების ჩახშობით. ამ ბრძოლის პერიოდში გარდაიცვალა სულთანი მაჰმუდ II და სამეფო ტახტზე 1839 წ. 1 ივნისს ავიდა აბდულ მეჯიდი (1839—1861). ამავე წლის 3 ნოემბერს გამოქვეყნდა სულთანის მანიფესტი, რომლითაც ცხადდებოდა რეფორმები, რომელიც ცნობილია ისტორიაში ,,ტანზიმატ"-ის სახელით.
მანიფესტი ითვალისწინებდა იმას, რომ დიდი სახელმწიფოს რაციონალური მართვისთვის აუცილებელი იყო რამდენიმე ახალი კანონის მიღება. მათგან მნიშვნელოვანი იქნებოდა კანონები ქვეშევრდომთა სიცოცხლის დაცვის, პატივისა და მოქალაქეთა ქონების დაცვის შესახებ. ასევე საგადასახადო სისტემის მოწესრიგებას, სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურისათვის ვადების განსაზღვრას.
სულთანი განსაკუთრებით ხაზს უსვამდა იმას, რომ გათვალისწინებული რეფორმები ერთნაირად შეეხებოდა ყველა დაქვემდებარებულებს მიუხედავად მათი აღმსარებლობისა.
1853 წ.კათოლიკეებმა მიიღეს რესტავრაციის ნებართვა ერთ-ერთ ტაძარზე ,,ბეიტლახიმში". ამან გამოიწვია პროტესტი მართლმადიდებლურ ტაძრებში და მათ მფარველ რუსეთში. საფრანგეთის მხრიდან კი დაიწყო უფრო დაჟინებული მოთხოვნა მათ ყოფილ სალოცავებზე პრივილეგიების აღდგენისა.
უმაღლესმა საბჭომ, მიიღო რა საკითხის შესწავლის დავალება სპეციალური კომისიისგან, მიიღო გადაწყვეტილება, რომ პასუხისმგებლობა და ზრუნვა ქრისტიანული სიწმინდეებისა დაეკისრებინა მუსულმანებისთვის, რადგან ეს სიწმინდეები ვერ გაიყვეს ორმა ქრისტიანულმა ეკლესიამ (კათოლიკურმა და მართლმადიდებლურმა). რუსეთის მეფემ გააგზავნა კონსტანტინეპოლში სპეციალური მისიით თავისი საზღვაო ფლოტის მინისტრი, ფინეთის გენერალ გუბერნატორი, ბალტიის ფლოტის მმართველი ადმირალი მენშიკოვი, რომელმაც 1853 წლის 28 თებერვალს წარუდგინა სულთნის კარს ულტიმატუმი, რომლითაც ითხოვდა სიწმინდეთა საკითხის გადაწყვეტას რუსეთის სასარგებლოდ და მიეცათ მტკიცე გარანტიები, რომ მართლმადიდებლურ ტაძრებს პრივილეგია ექნებოდათ თურქეთში .
რუსეთის მიზანი იყო ტერიტორიის დანაწილება ,ავადმყოფი ადამიანისა", როგორც მაშინ უწოდებდნენ ოსმალეთის იმპერიას, რაც წინასწარ იყო შეთანხმებული ინგლისის ელჩთან პეტერბურგში სერ ჰამილტონ სეიმურთან .
სულთანმა უარყო რუსეთის პრეტენზიები, მიიჩნია რა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მათი პატრონაჟის დამყარება მართლმადიდებლურ ტაძრებზე, დააკანონებდა მათზე ამ უფლებებს. თავადმა მენშიკოვმა გამოაცხადა პოლიტიკური ურთიერთობების შეწყვეტა ოსმალეთის იმპერიასთან და 12 მაისს მთლიანად საელჩოსთან ერთად დატოვა სტამბული. ეს მოვლენა გახდა ყირიმის ომის საბაბი.
ოსმალეთის იმპერიამ ომი გამოუცხადა რუსეთს 1853 წლის 4 ოქტომბერს და ჯარებმა აბდულქერიმ ფაშას მეთაურობით დაიწყეს მოქმედებები გიუმრისა და ახისკის მიმართულებით. 14 ოქტომბერს მათ განიცადეს მარცხი და გადაინაცვლეს მდინარე არპაჩაისთან. 1 დეკემბერს ბაშგედიკლართან ბრძოლაში ისევ განიცადეს მარცხი და გამაგრდნენ ყარსში. რუსებმა ალყაში მოაქციეს ქალაქი. ბრძოლამ აღმოსავლეთ ფლანგზე ამის შემდეგ გადაინაცვლა ყარსის თავდაცვაზე. 9 სექტემბრის სევასტოპოლის დაცემამ დააჩქარებინა დაზავების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ალექსანდრე II-ს, რომელიც ავიდა სამფო ტახტზე 1855 წლის 2 მარტს, ნიკოლოზ I-ის გარდაცვალების შემდეგ. სურდა რა, როგორმე რუსეთის მარცხი აენაზღაურებინა, გასცა ბრძანება გადასულიყვნენ ყარსის მიმართულებით და იერიში დაიწყო 29 სექტემბერს. 15 ათასი ციხის დამცველი მამაცურად უმკლავდებოდა 40 ათასკაციან რუსების იერიშს, და მიაყენეს მათ ცოცხალი ძალის დანაკარგი დაახლოებით 7 ათასი ადამიანის სახით. მაგრამ დამცველთა რიგებში დაწყებულმა შიმშილმა იძულებული გახადა ისინი 1885 წლის 25 ნოემბერს ციხე ჩაებარებინათ.
1856 წ 1 თებერვალს ვენაში ხელი მოეწერა პროტოკოლს, რომელიც გახდა საფუძველი სამშვიდობო მოლაპარაკებებისა. დოკუმენტის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული იყო დაგეგმილ სამშვიდობო ხელშეკრულებაში ჩაერთოთ დებულებები, რომლითაც თანაბარი უფლებები ექნებოდათ ოსმალეთის იმპერიის მუსულმანებს და ქრისტიან სუბიექტებს.

პარიზის კონფერენციის დაწყებამდე რეფორმების შესახებ მანიფესტის გამოქვეყნებით თურქეთს უნდოდა ეჩვენებინა, რომ ეს მისი საკუთარი ინიციატივაა. უფრო მეტიც, 1856 წელს ხელმოწერილ სამშვიდობო ხელშეკრულებაში აღნიშნული იყო, რომ სახლმწიფოებს გადეცა დოკუმენტი ოსმანთა იმპერიაში რეფორმების შესახებ, რაც სრულებით არ ნიშნავს თურქეთის საშინაო საქმეებში სახელმწიფოთა ჩარევას. თუმცა ყოველივე ეს გარეგნულად ჩანდა ასე. სინამდვილეში ქრისტიანთა მფარველობის უფლება არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ყველა სხვა სახელმწიფოებსაც ეძლეოდა. ამასთან ერთად დაუშვებელია იმის მტკიცება, რომ რეფორმების შესახებ მანიფესტს თურქეთში მცხოვრები არამუსულმანები ამართლებდნენ.
არამუსულმანებს სამოხელეო თანმდებობათა დაკავების, სამოქალაქო და სამხედრო სასწავლებლებში შესვლისა და თავიანთ ენაზე სისხლის სამართლისა და სავაჭრო კანონების გამოცემის, ადგილობრივ კრებებსი ორი დეპუტატის არჩევის და საკუთრების უფლება ეძლეოდათ. პარიზის ხელშეკრულების მოწერის შემდეგ ოთხი დიდი სახელმწიფო (რუსეთი, ინგლისი, საფრანგეთი და ავსტრია) რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვის ეგიდით ღიად იწყებს თურქეთის საშინაო საქმეებში ჩარევას.
პირველი ასეთი ჩარევა 1860 წლის 27 მაისს ლიბანში ახალ არეულობასთან დაკავშირებით მოხდა. ოსამანთა მთავრობამ წესრიგის დამყარება არ დააყოვნა და ამ მიზნით საგარეო საქმეთა მინისტრი ქეჩედიზადე ფუატ ბეი გააზავნა. საფრანგეთმა, რომელიც მინისტრის მისიის შედეგებს არ დაელოდა, სამხედრო ჩარევისათვის მზადება დაიწყო. სხვა სახელმწიფოებმა დახმარება შესთავაზეს თურქეთს. 1860 წლის 3 აგვისტოს საფრანგეთმა, ინგლისმა, ავსტრიამ, პრუსიამ და რუსეთმა თურქეთის მონაწილეობით ოსმანთა იმპერიისათვის სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ ერთობლივ ოქმს მოაწერეს ხელი. საფრანგეთმა ლიბანსი 7 ათასიანი სამხედრო ექსპედიცია გააგზავნა, სხვა სახელმწიფოების თავიანთი სამხედრო ხომალდების გაგზვანით შემოიფარგლნენ: 5 ფრანგული, 5 ინგლისური, 2 პრუსიული, 2 რუსული და 1 ავსტრიული სამხედრო ხომალდი მიადგა ბეირუთის ნაპირებს.
იმ დროისათვის განვითარებული მოვლენები მოწმობენ, რომ არც რუსეთი და არც რომელიმე სახელმწიფო მცირე ინტერესსაც კი არ იჩენდა თურქეთში არსებული სომხური თემის მიმართ. რუსეთი ძალისხმევა იქითკენ იყო მიმართული, რომ ბერძნულ-მართლმადიდებლური ეკლესიის აღიარებული მფარველი ყოფილიყო თუქრქეთში და ამგვარად მოეპოვებინა ოსმანთა იმპერიის საშინაო საქმეებში ჩარევის კანონიერი უფლება. ამის მსგავსად საფრანგეთი თურქი კათოლიკების დამცველის როლსი გამოდიოდა.
მიმდინარე მოვლენების ფონზე გარკვეული ცვლილებები და სომხურ თემში რაღაც მღელვარებები გამოვლინდა. „ეს თემი ყოველდღიურ თურქულ ცხოვრებას უზრუნველყოფდა. მბრძანებლობას მიჩვეულმა თურქებმა მომსახურებისა და მრეწველობის სფეროები მათ დაუთმეს. შედეგად ყველა ბანკი, ვაჭარობა და ხელოსნობა თურქეთში სომეხთა ხელში იყო. ამასთან მუსულმანებსა და მათ შორის ინტერესტა დამთხვევა მოხდა. ძნელად თუ იპოვიდით ისეთ ჩინოვნიკს, რომელსაც სომხის ვალი არ ჰქონდა. თურქები სომხებზე დამოკიდებული აღმოჩნდნენ. თურქების დახრჩობის მოსურნე რუსებმა სომხების გადმობიერება დაწიყეს. 1828 წელს ერზერუმის აღებით მათ თავიან რეპრესიულ მოქმედებებში სომხებიც ჩართეს, ამიტომ რუსების მიერ უკან დახევის შემდეგ სომხებს თავიანთი სახოვრებელი ადგილების დატოვება მოუწიათ". თუკი ყოველივე ეს სწორია და სომხები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ თურქეთში, მაშინ როგორ გაჩნდა ზემოხსენებული მღელვარებები სომხურ თემში?
დასახული მიზნის მიხედვით 1862 წლის თებერვალში ვანის სომხური მოსახლეობა თურქეთის ხელისუფლების წინააღმდეგ იარღით ხელში გამოვიდა. სომხებსა და თურქულ პოლიციას შორის ბრძოლასი ახალომახლო სოფლის სომხური მოსახლეობაც ჩაერთო. აჯანყებეულებმა ვანის ციხე აიღეს. მხოლოდ სამხედრო ნაწილების ჩაერვის შემდეგ დაემორჩილნენ სომხები ხელისუფლებას.
1862 წელს ზეითუნში დიდმა აჯანყებამ იფეთქა, რომელიც სომხური ბანდების ერთ-ერთი ცენტრი გახდა. იმის შიშით, რომ ეს პროვინცია სომხური სეპარატიზმის ბუდე არ გამხდარიყო, სულთნის მთავრობამ იმთავითვე ჩაახშო აჯანყება, თუმცა სომხურ პერიოდულ გამოცემებსი ზეითუნის გმირული აჯანყების შესახებ სტატიები იწერებოდა, იმ მიზნით, რომ მისთვის მიებაძათ თურქეთშის სხვა პროვიციებსი მცხოვრებს სომხებს.
ზეითუნის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ მუშის პროვინციაში მოხდა სომეხი გლეხების გამოსვლა, ხოლო 1863 წელს ჩარსანდჟაკის პროვინციაში. ადგილობრივი ფეოდალების წინააღმდეგ ამხედრებულმა გლეხებმა წარმომადგენლები გააზავნეს კონსტანტინოპოლში თავიანთი მდგომარეობის შემსუბუქების მოთხოვნით. თუმცა მათი მიზანი დამოუკიდებელი დიდი სომხეთის შექმნა იყო და არა თავიანთი მდგომარეობის გაუმჯობესება. ამიტომ დელეგატები დააპატიმრეს, ხოლო გლეხთა გამოსვლები ჩაახშვეს.
ამგვარად, 1862 წელს „თანზიმათის„ პრინციპების შემოღების შემდეგ თურქეთის სომხური თემს კიდევ უფრო გაეზარდა უფლებები: შექიმნა საკუთარი ასამბლეა, რომელიც თემის მმართველობას განაგებდა და ხალხის („მილეთი") სახელით გამოდიოდა. ჟორჟ დე მელვილის შენიშვნით: „წახალისების ეს სისტემა საშიში იყო წამხალისებელთათვის, რადაგანაც მასში მოწინააღმდეგე მხარის დისკრიმინაცია იყო ჩადებული".
ერზერუმსა და ვანში რუსეთის გენერალური კონსულის გენერალ მაევსკის ჩანაწერებში არაორაზროვნდაა ნათქვამი, „რომ თურქეთში სომხების დუხჭირი მდგომარეობის შესახებ მონათხრობი ერთობ გაზვიადებული და გაბერილია. ისინი აქ ცუდად არ ცხოვრობდნენ". შემდეგ თურქეთში სხავადსხვა ფენის წარმომადგენელ სომეხთა მდგომარეობის აწერისას იგი აღნიშნავს, რომ „ჩაგრული მდგომარეობის შესახებ ჩივილი არავითარ შემთხვევაში არ ეხება ქალაქელ სომხებს, რომლებიც ყოველთვის სარგებლობდნენ თავისუფლების საკმაოდ მაღალი ხარისხით". რაც შეეხება თურქეთში მცხოვრებს გლეხობას, ის საკმაოდ დაცული იყო და სამეურნეო საქმიანობას არავინ უზღუდავდა. თურქებსა და სომხებს შორის თუკი რამე წინააღმდეგობას ჰქონდა ადგილი ეს გამოწვეული იყო დაჩაგრული მდგომარეობით ან რელიგიური ფანატიზმით, არამედ იმით, რომ სომხური საქალაქო ბურჟუაზიულ კაპიტალს მტაცებლური ხასიათი ჰქონდა.
1875 წელს ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში თურქეთის წინააღმდეგ აჯანყებამ იფეთქა. 1876 წესლ იარაღი ხელში ბულგარელმა ხალხმაც აიღო. იმავე წელს სერბეთმა და ჩერნოგორიამ ომი გამუცხადეს თურქეთს. რუსული მოსახლეობის ფართო ფენები მოძმეთათვის დახმარების გაწევას ითხოვდა. მეფის ხელისუფლება თავისი საგარეო ინტერესებიდან გამომდინარე აჯანყებულთა დამცველად გამოვიდა. თურქეთის სულთანმა უარყო ალექსანდრე მეორის მოთხოვნა ბულგარელების წინააღმდეგ ომის შეწყვეტის შესახებ. 1877 წლის აპრილსი რუსეთმა ომი გამოუცხადა თურქეთს.
სამხედრო მოქმედებები ბალკანეთსა და კავკასიაზე გაიშალა. რუსეთის არმიის კავკასიის კორპუსმა გენერალ ლორის-მელიქოვის მეთაურობით 1877 წლის განმავლობაში აიღო ყარსი, არდაგანი, ოლთისი, ალაშკერტი, ბაიაზიდი, ბათუმი და ისტორიული საქართველოს რამდენიე ცენტრი. ამ ისტორიულ ქართულ მხარეს სომხები დასავლეთ სომხეთად მიიჩნევდნენ. 1878 წლის 8 თებერვალს რუსეთის ჯარებმა ქალაქი ერზერუმი აიღეს. განვითარებულ სამხედრო მოქმდედებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სომხებმა, რომლებიც რუსეთში თავიანთ გამანთავისუფლებელს და ახალი სომხეთის შემქმნელს ხედავდნენ, ამიტომ ისინი ყველანიარად ეხმარებოდნენ რუსეთის ჯარს. ბალკანეთზე მოქმედემა რუსეთის ჯარმა 1878 წელს ადრიანოპოლი აიღო, რომელიც კონსტანტინოპოლიდან სულ რაღაც 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. პლევნის დაცემის შემდეგ თურქებმა ზავი თხოვეს და 1878 წლის სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, სამშვიდობო პირობები სან-სტეფანოს ხელშეკრეულებით განმტკიცდა, რომელშიც საერთოდ ნახსენებიც კი არ არიან სომხები. ომის დამთავრების შემდეგ სომხებმა რუსეთის მთავრობას თურქეთში მცხოვრები სომხების დახმარების შესახებ თხოვნით მიმართეს. სან-სტეფანოს ხელშეკრულებამდე საიდუმლოდ სომეხთა ნაციონალური კრება ჩატარდა, რომელზეც მიღბულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ეჩმიაზინის მეშვეობით რუსეთის მეფსთან მემორანდუმის გაგზავნის შესახებ. სარუხანის მოწმობით მეფეს საკითხის გადაწყვეტის ორი ვარიანტის შემცველი სამპუნქტიანი თხოვნა გაეგზავნა.
1. ევფრატამდე გადაჭიმული არარატის სამეფოს რუსეთთან შეერთება.
2.თუ კი არ იქნება ანექსია, მაშინ სომხებს მიეცეთ იგივე უფლებები რაც ბულგარელებს მიეცათ.
3.მიტაცებულ ტერიტორიებზე ჯარების ჩაყენება მანამ, სანამ რეფორმები არ დასრულდება. რუსეთის მიერ თურქეთის აღმოსავლეთ ტერიტორიების ანექსია სომხების ინტერესებს არ პასუხობდა. სომეხთა კრებაზე მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სან-სტეფანოს მოლაპარაკებაზე სომხების მონაწილეობის თხოვნით მიემართათ რუსეთის მეფისათვის. ამის ამსახველი დოკუმენტები მოყვანილია ლეოს წიგნში „სომხური საკითხის დოკუმენტები", რომელიც 1916 წელს თბილისშია გამოსული. მიუხედავად სომხების მთელი რიგი ძალისხმევისა სან-სტეფანოს ხელშეკრულებაში მათ შესახებ არაფერია ნათქვამი. სან-სტეფანოს მოლაპარაკებაზე სომხების პატრიარქი პირადად რეზიდენციაში ეწვია დიდ მთავრს ნიკოლოზს და ხელშეკრულებაში სომხების შესახებ პუნქტის ჩართვა სთხოვა. ამჯერად სომხური ეკლესიის მცედელობა წარმატებით დაგვირგვინდა და სან-სტეფანოს ხელშეკრულების მე-16-ე სტატია სომხებს ეხება. მასში ნათქვამია, ოსმანთა მთავრობა ვალდებულებას იღებს, რომ ადგილობრივი პირობების შესაბამისად ჩაატრებს რეფორმებს სომხებით დასახლებულ ტერიტორიებზე. ამ პირობით სომხებმა ავტონომია ვერ მიიღეს. სან-სტეფანოს ხელშეკრულებას ბისმარკის მიერ მოწვეულმა ბერლინის კონგრესმა გადახედა. რომლის ჩატარებამდე სომხები გულხელდაკრეფილები არ ყოფილან. ისინი ყოველ ღონეს ხმარობდნენ ამ კონგრესზე თავიანთი ინეტრესების გამოსახატავად. როგორც ყოველთვის აქტიურობდა სომეხთა პატრიარქი, რომელიც 1878 წლის მარტში ინგლისის ელჩს ესტუმრა, რომელმაც მას ჰკითხა თუ რას გულისხმობს „სომხეთში?" რაზეც პატრიარქმა უპასუხა, რომ ეს უნდა იყოს ტერიტორია, რომელიც მოიცავს ვანის და სევანის გუბერნიებს, დიარბექირის, ძველი კილიკიის სამეფოს დიდ ნაწილს. ელჩის შენიშვნაზე, რომ ამ ტერიტორიების უდიდეს ნაწილს მუსულმანები იკავებენ, პატრიარქმა უპასუხა, რომ ეს მართალია, მაგრამ ისინი უკმაყოფილონი არიან არსებული წესრიგით და ამიტომ აქ ქრისტიანული მმართველობა დამყარდება. ელჩმა მსგავსი გრანდიოზული გეგმის განხორცილებაში ეჭვი შეიტანა. ამ ამბის ამსახველი დოკუმენტი ნათელს ფენს სომხების განზრახვას. ამიტომ სომხების უკმაყოფილებისა და მღელვარების ამხსნელი სხვა მიზეზების ძებნა, ჩვენი აზრით, ზედმეტია. ინგლისის ელჩი ლეიერდი აღნიშნავს, რომ სომხების ირგვლივ სერიოზული ინტრიგა იხლართება და სომხური ავტონომიის შექმნა საბოლოოდ რუსეთის მიერ მისი დაპყრობით დასრულდება. ამით რუსეთი სირიის საზღვრებს მიუახლოვდება, რაც ინგლისის ინტერესებში სულაც არ შედის.
სომხებმა მართლაც გამოიტანეს ბერლინის კონგრესზე თავიანთი მოთხოვნა. შემონახული ცნობების მიხედვით, სომხებს სათადარიგო გეგმაც ჰქონდათ შემუშავებული, რაც სისხლისმღვრელ საერთო ეროვნულ აჯანყებას ითვალისწინებდა. როგორც ყოველთვის ამჟამადაც სომხეთის საპატრაიარქო აქტიურობდა. პატრიარქი პირადად აპირებდა კონგრესში მონაწილეობის მიღებას მაგრამ უარით გასტუმრების შემდეგ თავისი წარმომადგენლები გააგზავანა. იგი კვლავ აგრძელებდა თავის ძირგამომთხრელ საქმიანობას. აქვე მოგვაქვს სხავდასხვა წყაროებში გამოქვეყნებული ტექსტი, რომლითაც სომხები თურქეთის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფოს შექმნას ითხოვენ.
„თურქეთის სომხეთი", თანდართული რუკის მიხედვით, მოიცავს ერზერუმის, ვანისა და დიარბექირის ჩრდილოეთ ნაწილს, ანუ ხარპუტის ჩრდილოეთ ნაწილს, რომელიც აღმოსავლეთით ევფრატამდე აღწევს. ერგანი, სირიის ჩრდილოეთ ნაწილი „დიდი სომხეთის" თურქრული მხარეა, რომელიც ასევე მოიცავს ბათუმსა და ტრაბზონს შორის არსებულ პორტ რიზეს. სომხეთის გამგებლები იქნებიან გუბერნატორები, რომლებიც დაინიშნებიან ოსმანთა ხელისუფლების მიერ დიდ სახელმწიფოებთან შეთანხმებით. გუბერნატორის ადგილსამყოფელი იქნება ერზერუმი. გუბერნატორი თავისი სრული აღმასრულებელი ხელისუფლებით ვალდებულია დაიცვას წესრიგი, უზრუნველყოს გადასახადების აკრეფა და დანიშნოს ხელქვეითები" ... მიუხედავად თავგამოდებული მცედელობისა სომხებმა ვერაფერს მიაღწიეს და დატოვეს ბერლინი. წასვლის წინ პროტესტიც გამოხატეს, რომ მათ არავინ არ მოუსმინა. მათ ვერ მოიპოვეს ბერლინში ავტნომია, თუმცა „სომხური საკითხი" მორიგე საბაბი გახდა თურქეთის საქმეებში ჩასარევად. ბერლინის კონგრესის მსვლელობისას თურქეთში სომხებს შორის პრორუსულ პროპაგანდას ჰქონდა ადგილი. ბერლინის კონგრესის შედეგებით უკმაყოფილო სომხები ანარქისტულ მოძრაობას, ტერორს და შეიარაღებულ ბრძოლას ამზადებდნენ. რისთვისაც შექმნილ საერთაშორისო მდგომარებას იყნებედნენ.
უნდა აღინიშნოს რომ სომხური სახელმწიფო, ანისის სამეფო 1045 წელს ბიზანტიის იმპერიამ გააუქმა და ამის შემდეგ სომხური სახელმწიფო 1918 წლამდე აღარ აღდგენილა. ეს მოვლენა საინტერესო გეოგრაფიულ ვითარებასთანაა დაკავშირებული, რადგან ანისის სამეფო გაუქმნდა მცირე აზიაში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ხოლო სომხური სახელმწიფო 1918 წელს გამოცხადდა სხვა გეოგრაფიულ სივრცეში, სამხრეთ კავკასიაში. ამ მოვლენას გარკვეულმა პოლიტიკურმა ინტერესებმა შეუწყო ხელი.
სომეხთა შემოხიზვნა საქართველოში უძველესი დროიდან ხდებოდა, მაგრამ ამ მხრივ გამორჩეულია XIX ს-ე და XX ს-ის დასაწყისი. რუსეთის იმპერიის მესვეურებმა გადაწყვიტეს მოსახლეობის ეთნიკური აჭრელება და ამის შედეგად საქართველოში სომხური მოსახლეობა მეტისმეტად მომრავლდა. როგორც იმდროინდელი ქართველი მოღვაწეები ამბობდნენ, რუსეთმა საქართველოს შემოუსია სომხები. სწორედ ამ პერიოდში გამოაქვეყნა ილია ჭავჭავაძემ გახმაურებული თხზულება "სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი". ილია გულისტკივილით აღნიშნავს, რომ სომეხთა გარკვეული წრეები, "სიტყვითა და კალმით ქვეყანას ეფიცებიან, ვითომც კავკასიის ქედს აქეთ ტიგრისა და ევფრატის სათავეებამდე თითქმის შავი ზღვიდამ კასპიის ზღვამდე, ეგრეთწოდებული არმენია.
სომეხი ვაჭრების მიმართ განსაკუთრებით დიდ ყურადღებას იჩენდა შაჰ აბას I. ისპაანის გარეუბან ახალ ჯულფაში შეუქმნა შესანიშნავი პირობები, რათა ისინი ფართოდ ჩაბმულიყვნენ ვაჭრობა-ხელოსნობაში. მეტიც, შაჰ აბას I-მა აბრეშუმით ვაჭრობაზე მონოპოლია სომეხ ვაჭრებს გადასცა. მას სომეხი ვაჭრები ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობისთვისაც სჭირდებოდა. შაჰ-აბასი ვენეციის ხელისუფლისათვის გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ აახლა ქრისტიანი ვაჭარი, რომელიც ეროვნებით სომეხი იყო. თუ საჭორო გახდებოდა, შაჰ-აბასი ექომაგებოდა, კიდევ თავის სომეხ ვაჭრებს ევროპელ ვაჭრებთან კონკურენციის დროს. ვინაიდან გრიგორიანი სომეხი ვაჭრებიდიდ ერთგულებას იჩენდნენ სომხური ეკლესიის მიმართ, მათი გულის მოსაგებად შაჰ-აბასმა ახალ ჯულფაში ააგებინა წმინდა ეჩმიაძინის ეკლესია.
დროთა განმვლობაში სომეხი ვაჭრები ისე გამდიდრდნენ და გაძლიერდნენ, რომ ერთ-ერთი მათგანი, საფრაზი VIII სომეხთა მეფედ იწოდებოდა.
ერეკლე II-ის დროს საქართველოში სომეხთა შემოსახლების ხასიათი საგრძნობლად იცვლება: თუ მას აქმდე პოლიტიკური მოტივაცია არ გააჩნდა, ახლა სწორედ პოლიტიკური ელფერი დაედო. როდესაც სომხებმა შეიტყვეს, რომ ერეკლე მეფე რუსეთთან ხელშეკრულებას დებდა და რუსეთთან კავშირსა და მის მფარველობას ეძებდა, წინმსწრები პოლიტიკა გაატარეს. ქართულ-რუსული ხელშეკრულება ჯერ კიდევ დადებული და ხელმოწერილი არ იყო, რომ სომეხთა ეპისკოპოსებმა, მელიქებმა და სხვა წარჩინებულებმა პირებმა რუსეთის მთავრობას 1783 წლის 3 მარტს შედგენილი თხოვნა მიართვეს, რომელშიაც ყარაბაღისა და ყარადაღის სომხები რუსეთის სამეფო კარს ერთგულებას უცხადებდნენ უცხოელთა ბატონობისაგან გათავისუფლებას სთხოვდნენ. რუსეთის მთავრობამ ეს თხოვნა ყურად იღო. გადაწყვიტა ერეკლეს დახმარებით შუშის ხანი დაემხო, ამავე დროს ყარაბაღი და ყარადაღი ერთ სომხურ ოლქად გააერთიანებინა და რუსეთის კონტროლ ქვეშ მოექცია. ამ ოლქის მართვა სომეხთა თანამემამულეს უნდა ჩაჰბარებოდა და მისთვის საუკეთესო პირობები უნდა შეექმნათ, რომ სომეხთა დანარჩენ ოლქებსაც ყარაბაღელ სომხებისთვის მიებაძათ და მათთან შეერთებულიყვნენ.
1795 წელს, აღა-მახმად-ხანის შემოსევისას შეძლებული სომხები ყარაბაღიდან, ერევნიდან, ნახჭევანიდან მაჰმადიან მცხოვრებლებთან ერთად საქართველოში გამორბოდნენ და აქ სახლდებოდნენ.
თბილისის აღების შემდეგაც მელიქები აბოვი და მუჯლუმი თავის ყმებიანად ისევ ერეკლე მეფეს შეეხვეწნენ და საქართველოში დასახლების ნებართვა სთხოვეს. ერეკლე მეფემ ისინი საქართველოში დატოვა, სოფელი ბოლნისი მისცა და კოლპის გზის დაცვა დაავალა.
დანარჩენი სომეხი მელიქები ჩიმშედისა და ერიდონის მეთაურობით რუსეთის ხელმწიფესთან მივიდნენ საიდუმლო თხოვნით, თქვენს ქვეშევრდომობაში მიგვიღეთო. ამავე დროს ისინი თხოულობდნენ ან რუსეთში შეხიზვნის, ან საქართველოში დასახლების ნებართვას. რუსეთმა ისინი თავიანთი მფარვეობის ქვეშ მიიღო და საქართველოში სამხრეთსაზღვარზე დასახლების უფლებაც მისცა. ასე, რომ სომეხ მცხოვრებთა ახლანდელი სიმრავლე საქართველოს სამხრეთ საზღვარზე რუსეთის მთავრობის პოლიტიკური გეგმებით იყო განპირობებული. 1897 წლის საყოველთაო აღწერის თანახმად, ბორჩალოს მაზრაში სულ 128 587 მცხოვრები ითვლებოდა და მათ შორის სომხები 48 609, თურქ-თატრები 37 609, ბერძნები 21 347, ქართველებიკი მხოლოდ 6 685.
საქართველოს რუსეთთან შეერთების პერიოდში ლორე თითქმის უკაცრიელი იყო და მხოლოდ 1827-29 წლებში, როდესაც ოსმალეთისაგან 100 000 მცხოვრები, ხოლო სპარსეთიდან 30 000 შემოიხიზნა და ნაწილი მათგანი ბორჩალოს მაზრაში, ნაწილი ერევნის გუბერნიაში დასახლდა, მხოლოდ ამ დროიდან მოყოლებული ჩნდება ქვემო ქართლში მჭიდრო დასახლებული და შედარებით მრავალრიცხოვანი სომეხთა მოსახლეობა.
სომეხი მოსახლეობა ისე იყო ჩამოსახლებული, რომ მთავარ ეკონომიკურ საყრდენს მაინც ქალაქი თბილისი წარმოადგენდა და არ იქმნებოდა საფრთხე იმისა, რომ ქართული ტერიტორია მოწყვეტილი ყოფილიყო და ცალკე არსებობა გაეგრძელებინა, მაგრამ იმ დროს, როდესაც ამიერკავკასიაში მეფის ნაცვლად გრაფი ვორონცოვ-დაშკოვი იყო. სომხებმა ისარგებლეს კეთილგანწყობით და წამოაყენეს საკითხი ბორჩალოს და ახალქალაქის მაზრების თბილისის გუბერნიისგან გამოყოფისა და გუმბრთან შეერთების შესახებ, რათა შეექმნათ გუმბრის, (ალექსანდროპოლის) გუბერნია და ერევანი შეერთებოდნენ.
ვორონცოვ-დაშკოვმა ბრძანება გასცა რათა ეს საკითხი შეესწავლათ და მისთვის შესაბამისი მოხსენება წარედგინათ. ამიტომ 1913 წლის 6 ნოემბერს და ამავე წლის დეკემბერს თბილისის გუბერნატორმა ბორჩალოს სამაზრო კომისიას წერილი გაუგზავნა რომ საქმეში ჩახედულ პირთაგან ადგილზე გარკვეულიყო შესაძლებელი იყო თუ არა ბორჩალოს მაზრის გუმრთან შეერთება და ერთიანი იურისდიქციის წარმოდგენა. ამ სამაზრო კომისიამ ჩვენდა საბედნიეროდ დაადგინა, რომ ბორჩალოს მაზრის თბილისის გუბერნიიდან გამოყოფა სასურველი არ იყო.
1877-78 წ. ომის შემდეგ მესხეთის მეორე ნაწილიც იქნა შემოერთებული მთელ ამ კუთხეში ქართველი მაჰმადიანები ცხოვრობდნენ. რუსეთის აქ შესვლას 1828 წელს მკვიდრ ქართველ მაჰმადიანთა აყრა მოჰყვა შედეგად უფრო ჯავახეთიდან და ასევე სამხრეთიდანაც. რუსებმა რომ ახალციხე აიღეს, კავკასიის მაშინდელ მთავარმართებელს ქართველმა თავადაზნაურობამ წარუდგინა დამამტკიცებელი საბუთებიიმისა რომ სამცხე ჯავახეთში მათ მფლობელობით უფლებები გააჩნდათ და თავიაანთი კანონების აღდგენა მოითხოვეს, მაგრამ პასკევიჩმა არათუ შეისმინა ეს მოთხოვნა განრისხდა კიდეც.
ბერლინის კონგრესის შემდეგ სომხებმა ოსმალეთის იმპერიის სანჯაკებში აჯანყება მოაწყვეს, ათასობით ეთნიკური თურქი მოკლეს, მაგრამ დაუსჯელი არდარჩენილან, სიკვდილის შიშით ყარსისა და არზრუმის საფაშოებიდან იქაური სომხობა გამორბოდა და საქართველოში თავშესაფარს ეძებდა. რუსეთის მთავრობამ მათ მფარველობა გაუწია, თითოს 25 მანეთი მისცა, რაც იმ დროისათვის მნიშვნელოვან თანხას წარმოადგენდა და სახელმწიფი გადასახადებისგანაც გაათავისუფლა. საქართველოს 90 000-ზე მეტი სომეხი ლტოლვილი მოაწყდა; მათ დსასასახლებლად საახალშენო კომიტეტი იყო დაარსებული და 30000-მდე სომეხი დასახლებულ იქნა ახალციხისა და განსაკუთრებით, ახალქალაქის მაზრებში. ბუნებრივია, მდგომარეობა შეიცვალა ეროვნული შემადგენლობის მხრივ. დღეს ამ დევნილი სომხების შთამომავლებს ჰგონიათ რომ ცხოვრობენ არა საქართველოში არამედ „დიდი სომხეთის" ტერიტორიაზე. ასეთია ქართველთა სტუმარ -მასპინძლობის სომხური მადლობა!

-------------------------------------------------------
ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულებამ დაასრულა რუსეთ-თურქეთის 1710-1713 წლების ომი. ხელმოწერილია 13 (24) ივნისი ადრიანოპოლში (ახლანდელი ედირნე,თურქეთი) 25 წლის ვადით. ადრიანოპოლის ხელშეკრულების ძირითად დებულებებში მეორდებოდა 1711 წლის პრუტის სამშვიდობო ხელშეკრულების დებულებები. ამ ხელშეკრულების თანახმად, რუსეთი იღებდა ვალდებულებას 60 დღის განმავლობაში გამოეყვანა ჯარის ნაწილები რეჩი პოსპოლიტის ტერიტორიიდან რომლებიც უმთავრესადუკრაინის დნეპრის მარჯვენა მხარეს იმყოფებოდნენ. რუსეთ-თურქეთის საზღვარი გადატანილ იქნა მარცხენა სანაპირო გეტმანშინის საზღვრებთან — მდინარეების სამარის დაორელის (Орель, Оріль) შორის შემდეგ სამხრეთ აღმოსავლეთით სივერის დონეცამდე. რუსეთი კარგავდა ზაპოროჟიის აღმოსავლეთ ნაწილს და მთლიანად იყო იზოლირებულიაზოვის ზღვისაგან. ასევე გადაიხედა საზღვრები მარჯვენა სანაპირო (დნეპრიდან) უკრაინის მიწებზე, კიევიდან დაწყებული. 1714 წ. 23(12) აპრილს ადრიანოპოლის ხელშეკრულებას დამატებული იქნა 2 სტატია, რითაც თურქეთის სულთანი ნებას რთავდა რეჩი პოსპოლიტის ჯარებს დაეკავებინათ დნეპრის მარჯვენა სანაპირო უკრაინის ტერიტორია. საიდანაც უკვე გაყვანილი იყო მოსახლეობა ლიკვიდირებული მარჯვენა სანაპირო კაზაკების პოლკების "სლუჩიდან დნეპრის" საზღვრამდე.

შესაბამისად ამ შეთანხმებამდე რუსეთის იმპერია ეთანხმებოდა 1711 და 1712 წლების ხელშეკრულებებს, მათ შორის აღიარებდა თურქეთის იურისდიქციას ზაპოროჟიის კაზაკებზე ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულება წარმოადგენდა დიდ დიპლომატიურ წარმატებას რუსეთისათვის, მიუხედავად მისი ტერიტორიული დანაკარგებისა, რითაც უზრუნველყოფდა მოქმედების თავისუფლებას ბალტიის ზღვის სანაპიროებისათვის ბრძოლაში. ადრიანოპოლის ხელშეკრულება მოქმედებდა კონსტანტინოპოლის 1720 წლის "სამუდამო ზავის" (სამუდამო მშვიდობის) ხელშეკრულების დადებამდე.

მაჰმუდ II —ოსმალეთის სულთანი 1808 - 1839 წლებში. ცენტრალიზებული სახელმწიფოსა და ადმინისტრაციული აპარატის შესაქმნელად გაატარა რამდენიმე რეფორმა (იანიჩართა კორპუსის მოსპობა, სამხედრო-ლენური სისტემის ლიკვიდაცია, ევროპული ტიპის სამინისტორების შექმნა და სხვა).მაჰმუდ II-ის გამგებლობის დროს დაიდო ბუქარესტის ხელშეკრულება 1812 წელს და ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულება 1829წელს.

К у р г и н я н, Е. А. Борьба англо-австро-венгерской группировки против России в период между Сан-Стефанским миром и Берлинским конгрессом. - УЗМОПИ, т. 189, вып. 9, 1967.

К. Гюрюн К. Армянское досье. Перевод с турецкого. Баку, 199З, с.44.

С. Oscanyan. The Sultan and His People. N. Y., 1957, p. 353-354.

В.Л.Величко. Кавказ Русское дело и междуплеменные вопросы. Баку, 1990,с.107-108.

3. Б.Наджафов. Лицо врага.История армянского национализма в Закавказье в конце XIX - начале XX в. Баку, 1999, с.120.

იქვე გვ. 86.
იქვე გვ. 79-80.

Скотланд-Лидделл. Война с мусульманами. Армяне опять нападают. Цит. по: История Азербайджана по документам и публикациям, с.7.

სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება — საზავო ხელშეკრულება ოსმალეთსა და რუსეთს შორის, დაიდო 1878 წლის 3 მარტსსტამბოლის მახლობლად, სან-სტეფანოში. ეს იყო პრელიმინალური (წინასწარი) ხელშეკრულება, რომლითაც დასრულდა რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომი. რუსეთის მხრიდან ხელი მოწერეს ნიკოლაი იგნატიევმა და ალექსანდრ ნელიდოვმა, ოსმალეთის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა სავფეთ-ფაშამ და საადულა-ბეიმ (ოსმალთა ელჩი გერმანიაში).

ზავმა განამტკიცა ჩერნოგორიის, რუმინეთისა და სერბეთის დამოუკიდებლობა, საგრძნობლად გააფართოა მათი საზღვრები; ბოსნიამდა ჰერცეგოვინამ მიიღეს ავტონომია ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში, ბულგარეთმა – დამოუკიდებლობა და მთავრის არჩევის უფლება, თუმცა ოსმალთა ვასალად მაინც რჩებოდა. ოსმალთა ჯარი ტოვებდა ბულგარეთის ტერიტორიას და მის სანაცვლოდ 3 წლის ვადით რუსეთის ჯარი უნდა შესულიყო. ოსმალეთი კისრულობდა ვალდებულებას გაეტარებინა მთელი რიგი ადმინისტრაციული რეფორმები ოსმალეთის სომხეთში და დაეცვა სომხები ქურთებისა და ჩერქეზების შემოსევებისაგან. „ბრწყინვალე პორტა" კისრულობდა 1400 მლნ მანეთის კონტრიბუციას. ვინაიდან ეს თანხა ოსმალეთის ფინანსურ საშუალებას აღემატებოდა, რუსეთი დაკმაყოფილდა ოსმალთა მხრიდან ზოგიერთი დათმობითა და 310 მლნ მანეთის კონტრიბუციით. აზიაში ეს ტერიტორიები იყობათუმი, არტაანი, ყარსი, ბაიაზიდი და სხვა.

რუსეთმა ზავის პირობებით განიმტკიცა პოზიციები ბალკანეთსა და კავკასიაში. რუსეთის ამ წარმატებებმა ინგლისისა და ავსტრია-უნგრეთის უკმაყოფილება გამოიწვია. ინგლისელებმა დაითანხმეს რუსეთი დაედო ხელშეკრულება ლონდონში (1878 წ.), რომელიც ითვალისწინებდა სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების პირობების გადასინჯვას, რაც საბოლოოდ ბერლინის კონგრესზე (1878 წ.) მოხდა. აზიაში ალაშკერტის ველი და ბაიაზიდი ოსმალეთს დაუბრუნდა. სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება ბულგარელი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ თარიღად ითვლება.

ბერლინის კონგრესი (13 ივნისი — 13 ივლისი, 1878 წელი) — საერთაშორისო კონგრესი, რომელშიც მოწვეულ იქნა ავსტრია-უნგრეთის და ინგლისის მოთხოვნითა და გერმანიის მხარდაჭერით რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის შემდგომ დადებული სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების (1878) პირობების გადასასინჯად.

კონგრესის შედეგად მაკედონია (სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებით შედიოდა ბულგარეთის შემადგენლობაში) დაუბრუნდა ოსმალეთს. ბულგარეთის ტერიტორია, რომელსაც მიღებული ჰქონდა ავტონომია, ნახევარზე მეტად შემცირდა. ბალკანეთის სამხრეთით მდებარე ბულგარელებით დასახლებული ოლქებისაგან შეიქმნა აღმოსავლეთი რუმელია, რომელიც სულთნის გამგეობაში რჩებოდა, თუმცა ენიჭებოდა ადმინისტრაციული ავტონომია. ცნეს სერბეთის, ჩერნოგორიის და რუმინეთის დამოუკიდებლობა. ჩერნოგორიის ტერიტორია სან-სტეფანოს საზავის პირობებით მიღებულთან შედარებით შემცირდა ორი მესამედით. ავსტრია-უნგრეთმა მიიღო სლავებით დასახლებული ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ოკუპირების „უფლება". რუსეთს დაუმკვიდრეს ბათუმი, ყარსი და არდაჰანი, ასევე ბესარაბიის სამხრეთ ნაწილი. ოსმალთა უღლისაგან საბოლოოდ გათავისუფლდა აჭარა-ქობულეთი, თუმცა საქართველოსა და სომხეთის მიწა-წყლის მნიშვლენოვანი ნაწილი კვლავ ოსმალეთს დარჩა.

Наджафов. Лицо Врага. История армянского национализма в Закавказье в конце XIX - начале XX в. Баку, 1994,с. 77.

ამის შესახებ იხ. „თურქული სომხეთის შექმნის პროექტი, რომელიც წარედგინა ბერლინის კონგრესს სომხების წარმომადგენელი დელეგაციის მიერ" (1-6 პუნქტი).

რიტა ყაველაშვილი.ზოგიერთი საკითხი ქართულ სომხურ ურთიერთობათა შესახებ. https://iberiana2.wordpress.com/armenia/kavelashvili/

რიტა ყაველაშვილი.ზოგიერთი საკითხი ქართულ სომხურ ურთიერთობათა შესახებ. https://iberiana2.wordpress.com/armenia/kavelashvili/

ივ.ჯავახიშვილი. საქართველოს საზღვრები. ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული. თბ., 1919. წიგნში ისტორიული რარიტეტები. თბ., 1989, გვ. 43 და შემ.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента