ЭКОНОМИКА

აფხაზეთი ენერგეტიკული კრიზისის ზღვარზეა

20.11.15 20:53




რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, აფხაზეთში ენერგოსექტორში მძიმე მდგომარეობის შესახებ კომპანია ”ჩერნომორენერგოს” თანამშრომელთა განცხადება შემაშფოთებელია. სახელმწიფო მინისტრმა ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, კომპანიის თანამშრომელთა განცხადებიდან ნათლად ჩანს, რომ აფხაზეთი ენერგეტიკული კრიზისის ზღვარზეა.
”აფხაზეთის მოსახლეობა ელექტოენერგიის მოხმარება თითქმის არაფერი უჯდება და ამ რესურსს უდიერად ექცევა. დანარჩენ საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება მოწესრიგებულია, და მოსახლეობა საფასურს იხდის და ყიდულობს, როგორც ნებისმიერ სხვა პროდუქტს. აფხაზეში კი, იციან რა, რომ ელექტროენერგიაში არაფერს გადაიხდიან, ძალიან უყაირათოდ ხარჯავენ ენერგიას. შესაბამისად, ჩერნომორენერგოს თანამშრომელთა განცხადება მნიშვნელოვანი და შემაშფოთებელია. მათ მიაჩნიათ, რომ თუ არ დაწესდა ტარიფები და მოსახლეობამ ელექტროენერგიის საფასური არ გადაიხადა, კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება. თუ აფხაზური მხარე მიიჩნევს, რომ ქართულ მხარეს შეუძლია, მეტად დაეხმაროს, ვიდრე ამ დრომდე ეხმარება, ჩვენ მზად ვიქნებით, კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლო, ჩვენი შეთავაზებების თავს მოხვევა და პროცესის პოლიტიკად გადაქცევა კი სწორი არ იქნება”, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სფეროში ქართული და აფხაზური მხარეები ბოლო 20 წლის განმავლობაში შეუფერხებლად თანამშრომლობენ.

”აფხაზეთის ტერიტორიიდან ქართული მოსახლეობის გამოდევნიდან და ამ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის დაკარვიდან მალევე მიღწეული იქნება შეთანხმება, რომ ენგურჰესის ექსპლუატაციას განახორციელებდა როგორც ქართული, ისე აფხაზური მხარე. საქართველოს წინა მთავრობამ გადაწყვიტა, ინტერრაოსთვის გადაეცა ენგურჰესი და მემორანდუმიც შეიმუშავა, რომელიც დღემდე გასაიდუმლოებულია, მაგრამ ეს ტექსტი აფხაზურის მხარის პოზიციის გამო ჩავარდა”, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომპანია ”ჩერნომორენერგოს” 761-მა თანამშრომელმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და მთლიანად სფეროში მძიმე ვითარებაა. განცხადების ავტორები დარგის შესანარჩუნებლად ზომების მიღებას მოითხოვენ.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента