ЭКОНОМИКА

ზვიად ნოდია: აი, რას ემსახურება „საზღვარმცოცაობა“... რუსეთი აქ ხვდება ირანს...

20.11.15 20:21




პუბლიცისტი და ფოლკლორისტი ზვიად ნოდია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

„ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მესამე მსოფლიო ომის სუნი ტრიალებს: არც პოლიტიკოსი ვარ, არც მერუსეთე, არც მედასავლეთე, არამედ - ღმერთსმინდობილი... არაფერი ხდება ღვთის ნება-განგება-დაშვების გარეშე და ნუ მეტყვით, რომ თეოლოგიას და გეოპოლიტიკას ვურევ ერთმანეთში... ეს სეკულარიზებული, პოლიტიზირებული და არასწორი ფორმულირებაა, თორემ არც ყოფილა და არც იქნება, ღვთის გათვალისწინების გარეშე, რაიმე სწორად და სრულყოფილად განვსაზღვროთ... ვგულისხმობ იმას, რომ - გარდა ხილული ფაქტებისა, უხილავ ძალთა თანამონაწილეობაც საცნაურია ისტორიაშიც და ფოლკლორშიც, აი, თუნდაც დიდგორის ბრძოლაში ომის ბედის გადაწყვეტა ზეციური წმიდა გიორგის ჩარევით (რასაც მუსლიმანი მემატიანენიც ადასტურებენ).

დღესაც შევხედოთ ღვთის გათვალისწინებით გეოპოლიტიკას და რას დავინახავთ? - ირანს მოუხსნეს სანქციები და რაც ამდენი ხნის განმავლობაში იზარალა მსოფლიოსგან იზოლირების გამო, აპირებს, ყველაფერი აინაზღაუროს საქართველოს „დერეფნით"... დიდი შანსი გვაქვს, ერთუცბად ფეხზე დავდგეთ... მაგრამ, აი, თურმე რას ემსახურება „საზღვარმცოცაობა"... რუსეთი აქ ხვდება ირანს: გაზის მაგისტრალს დაადგა ფეხი, მეორე ნაბიჯსაც გადადგამს თბილისზე და უკვე ამიერკავკასიაშია - საქართველოც მისია, სომხეთიც, აზერბაიჯანიც... ასე რომ, ირანის ევროპული მონაგების დიდი წილი მის ჯიბეში ჩაჩხრიალდება, თუმცა ც-ო-ო-ტას ჩვენც დაგვაჯერებს(დავჯერდებით, სხვა რა გზაა). აწი გინდ ირუსეთუმე და გინდ იდასავლეთე, ამას ვერაფერი შეაჩერებს - საქართველოს უთქვენოდაც დაეპატრონება, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ამას უფრო მედასავლეთეთა შეურაცხმყოფელი საბაბი სჭირდება და ისინიც მზად არიან (არასამთავრობოები უკვე მიადგნენ მთავრობას და პარლამენტს) - სატოპკე აუწიონ (შევარდნაძე-სააკაშვილივით) და ამჟამად უკვე სულ ცემა-ტყეპით დააპყრობინონ სრულიად საქართველო - გაზიც, რკინიგზაც, ზღვაც და კავკასიაც... სამაგისოდ, ირანის გარდა, თურქეთიც ყალყზეა და ისინი არა მხოლოდ ერთმანეთს უშლიან ხელს, არამედ რუსეთსაც, კერძოდ, თურქეთი. რუსეთი რის რუსეთია, რომ მათი ჰეგემონია დაუშვას კავკასიაში და ესაა სწორედ ომის წინაპირობა. მცდარია მედასავლეთა ილუზიები, რომ თითქოსდა რუსეთი სულს ღაფავს და უკრაინაში ომი წააგო და ჩვენი თავი სადღა აქვს... ირანს საქართველოს გარდა, უკრაინაც სჭირდება ევროპაზე გასასვლელად და იქაც აიღო რუსეთმა ზღვაზე გასასვლელი... დასავლეთს ერთადერთი რუსეთი აწყობს ძველი სსრკ-ს ტერიტორიის საკონტროლოდ და გლობალისტურ-პანეკუმენისტური მსოფლიო სახლის შესაკვრელად. ასე რომ, თუკი თურქეთი დასავლეთის იმედად ირანს და რუსეთს შეერკინება, ამ ომით დასრულდება მისი ისტორია (ალბათ, გახსოვთ, ძველი მამების წინასწარხედვა კონსტანტინოპოლის საბერძნეთში დაბრუნებაზე, რასაც ვიმედოვნებ, ჩვენთვის მოჰყვება ტაო-კლარჯეთი - თუკი ღმერთს ვუერთგულებთ „დიდი სჯულისკანონის" მიხედვით). ახლა კი, პირველსიტყვას მივუბრუნდები და ვეცდები, გადმოგცეთ, თუ რას ნიშნავს - ღმერთსმინდობილობა... სულ ახლახან თბილისმა სტიქიური უბედურება მიიღო და ამის მიზეზად ურწმუნო ხალხი დასახელდა; აგერ, უკვე, ომის წინაშე ვდგავართ... თავი მართლმადიდებლები გვგონია და იმას არ ვუშვებთ, რომ ვერეს ტრაგედია იქნებ ბრალი იყოს - იერარქების ეკუმენისტური ევქარისტიისა, ასევე - ხანუქობის დღესასწაულის საპატრიარქოში აღნიშვნისა (მოციქულთა კანონი კრძალავს და განკვეთს მსგავსის მომქმედს, თორემ რელიგიის გარეშე მათთან ურთიერთობა არ გვეშლება, რაც 26-მა საუკუნემ დაამტკიცა), და აგრეთვე - აღდგომის ღამეს ხარ-ცხვრების წარმართულად შეწირვისა, რაც მიმაჩნია 2001 წელს, ბრიუსელში, რელიგიათშორისი კონფერენციის დოკუმენტზე (სადაც ვკითხულობთ - „ყველა რელიგია ვალდებულია, შეასრულოს ურთიერთთანამშრომლობისა და პოლითეიზმის პირობები") ხელმოწერილი პოლითეისტური მხარდაჭერის აღსრულებად... და იქნებ, სწორედ მრავალღმერთიანობისთვის დამახასიათებელი მსხვერპლშეწირვა უფრო ჰგავს - ზოოპარკის დაღუპვის ნიშანს, ვიდრე „ზარების" თემა!... ღმერთი კი ყველანაირად გვახსენებს - „თუ ჩემი კანონით იცხოვრებთ - დაგიცავთ მტრისგან და თუ დამირღვევთ - მთელ სამყაროს აგიმხედრებთ..." - წერს ზვიად ნოდია.

http://reportiori.ge/?menuid=2&id=72064

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента