ЭКОНОМИКА
20.11.15 20:06
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე, რუსეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვთაც, რუსეთი საქართველოში სარკინიგზო ტრანზიტის გაზრდით არის დაინტერესებული. როგორც „პირველ რადიოს" გოცირეძემ განუცხადა, ზურაბ აბაშიძის განცხადება, არის მცდელობა შეაჩვიონ საზოგადოება, აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხის განხილვას. რომან გოცირიძის თქმით, სატრანზიტო მიმოსვლის გაზრდა არ არის ეკონომიკურად მომგებიანი, შესაბამისად ჩნდება ეჭვი, რომ რუსეთს არა ფოთსა და ბათუმის პორტის მეშვეობით ტრანზიტის დაწყება, არამედ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენით, სამხედრო გზის გახსნა სურს. ექსპერტს მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველოს როგორც სამხედრო ასევე პოლიტიკური უსაფრთხოების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
„რკინიგზის თემის წამოწევა ეს არის შეფარვითი საუბრის უფრო ღია ფორმით წარმართვა და კულუარულიდან სხვა ფორმატში აფხაზეთის რკინიგზის საკითხის გადაყვანა. თითქოსდა აფხაზეთის რკინიგზა არაფერ შუაში არ არის, მაგრამ ნელ-ნელა საზოგადოებას აჩვევენ აფხაზეთის რკინიგზის შესახებ დიალოგის არსებობას. თუ რაიმე ტვირთების გადაზიდვებზეა საუბარი, ამას განსაკუთრებული მოლაპარაკებები არ სჭირდება, ქართული ნავსადგურებიდან რუსული ტვირთის გატანა მოხდება, ფოთიდან და ბათუმიდან ნებისმიერი მიმართულებით. მაგრამ ჩნდება კითხვა, სად უნდა წავიდეს ფოთსა და ბათუმში შემოსული რუსული ტვირთები? თურქეთში თუ აზერბაიჯანში, რომელსაც ჩრდილოეთ კავკასიასთან აქვს ძალიან კარგი სარკინიგზო კავშირები. ანუ გაურკვეველია, დიდი დაინტერესება რუსეთისა სარკინიგზო გადაზიდვების თემით, თუ ამ გადაზიდვებში რა თქმა უნდა არ იგულისხმება აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნა. სოხუმი-ერევნის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნა შავი ზღვის ნავსადგურებს ფაქტობრივად დატოვებს ტვირთის გარეშე. ამიტომ ეს ეკონომიკურად საქართველოსთვის არანაირ მიმზიდველობას არ წარმოადგენს. რეალურად ეს რკინიგზა არის სამხედრო გზა , რომელსაც აქვს რუსეთის მხრიდან რეგიონის ფაქტობრივად ხელში ჩაგდების ფუნქცია. მთელი სომხეთის ენერგეტიკა და სატრანსპორტო კომუნიკაციები ეკუთვნის რუსეთს. ერთადერთი დარჩენილია საქართველოს რკინიგზა და მაგისტრალური გაზსადენი რუსეთიდან სომხეთთან დამაკავშირებელი და დანარჩენს რუსეთი აკონტროლებს რეგიონში. მეორე ფაქტორია - დაპირისპირების ჩაგდება ქართულ აზერბაიჯანულ ურთიერთობებში. რუსეთი იჭერს ბევრ კურდღელს და საბოლოოდ სამხედრო პლადსკარტს იქმნის ამ რკინიგზის მეშვეობით. აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა იქნება ლახვარი საქართველოს სამხედრო და პოლიტიკური უსაფრთხოებისთვის, რადგან რეალურად რუსეთის მიერ ხდება კავკასიის დაქსელვა სხვადასხვა ფორმის სატრანსპორტო მაგისტრალებით. რეალურად საქართველოს ტერიტორიის დაქსელვა ხდება ინფრასრუქტურის ხელში ჩაგდების გზით. ამ გზებს არანაირი ეკონომიკური დატვირთვა არ გააჩნია იმიტომ, რომ ეს არ არის დიდი მოცულობის ტვირთები , ეს არის სათადარიგო გზები მცოცავი ანექსიის განსახორციელებლად,"-განაცხადა რომან გოცირიძემ.
Прочитано : 1
Напишите комментарии
Новостная Лента
-
Григол Вашадзе покидает парламент
18:0017.04.24
-
17:3817.04.24
-
По информации очевидцев, на улице Табидзе была стрельба - Ранены 3 человека
16:5017.04.24
-
Павел Герчинский заявил, что вопрос Грузии не включен в повестку сегодняшнего заседания Евросовета
16:1017.04.24
-
Парламент поддержал законопроект о «Прозрачности иностранного влияния» в первом чтении
15:2317.04.24
-
Каха Каладзе - Будет сделано все, чтобы сохранить мир в стране
14:3017.04.24
-
Президент встретится с послами США, стран ЕС и Великобритании
13:4517.04.24
-
12:5417.04.24
-
Леван Иоселиани посетил арестованных на митинге
12:1117.04.24
-
Жозеп Боррель выдвинул Тойво Клаара на пост посла в Узбекистане
11:3517.04.24
-
17 апреля в здании парламента Грузии будет действовать "желтый" уровень безопасности
10:3517.04.24
-
Шалва Папуашвили встретился с делегацией Турецкой Республики
18:0016.04.24
-
Натия Турнава примет участие в весенних заседаниях МВФ и Всемирного банка
16:5116.04.24
-
16:1916.04.24
-
Россия торопит Иран с железной дорогой Решт-Астара
15:2216.04.24
-
Давид Матикашвили - Похоже, радикалы собираются обострить ситуацию
14:5916.04.24
-
Positive Peace Report - Грузия вошла в число 50 лучших стран
14:1616.04.24
-
13:3916.04.24
-
12:5616.04.24
-
12:0516.04.24
-
16 апреля в здании парламента Грузии будет действовать "желтый" уровень безопасности
11:1116.04.24
-
По информации МВД, на акции возле парламента полиция задержала 14 человек
10:3016.04.24
-
18:0015.04.24
-
17:1615.04.24
-
16:3515.04.24
-
15:5015.04.24
-
Ираклий Кобахидзе проводит встречу с послами США, Великобритании и Евросоюза
15:0015.04.24
-
По прогнозам синоптиков, в ближайшие дни температура в Грузии поднимется до 33 градусов
14:2215.04.24
-
Ираклий Кобахидзе встретился с китайской делегацией
13:4515.04.24
-
12:5315.04.24
-
12:1515.04.24
-
"Грузстат" - В январе-марте товарный внешнеторговый оборот в Грузии снизился на 6,5%
11:3115.04.24
-
15 апреля во здании парламента Грузии будет действовать "желтый" уровень безопасности
10:3015.04.24
-
Реальная Армения и мифическая «историческая Армения» реваншистов
7:4915.04.24
-
Славное прошлое Абхазии и жалкая сепаратистская «элита», ведущая Абхазию в чужие руки
12:5013.04.24
-
Ираклий Гарибашвили встретится с партактивом Рача-Лечхуми-Квемо Сванети
12:0013.04.24