ЭКОНОМИКА

აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში რუსეთის იმედი აქვთ

21.11.15 19:42




აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები მიიჩნევენ, რომ ყარაბაღის კონფლიქტი გაჭიანურდა და მისი სწრაფად გადაწყვეტის წინადადებით გამოდიან, რაშიც რუსეთის დახმარების იმედს გამოთქვამენ. ამის შესახებ „რია ნოვოსტი" იუწყება. „არსებობს მოლაპარაკებათა ფორმატი, იურიდიული ბაზა კონფლიქტის დასარეგულირებლად. გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სომხეთის საოკუპაციო ძალის უპირობო გასვლას ითვალისწინებს. სამწუხაროდ, გავიდა 20 წელზე მეტი, მაგრამ რეზოლუცია კვლავ ქაღალდზე დარჩა. ვფიქრობ, რომ რუსეთს, როგორც ჩვენი ახლო მეგობარს, პარტნიორსა და მეზობელს, რა თქმა უნდა, აქვს განსაკუთრებული როლი დარეგულირების პროცესში და ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში მოლაპარაკებათა გზით ვიპოვით გადაწყვეტილებას, რომელიც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სამართლის ნორმებთან", – განაცხადა ილჰამ ალიევმა.



თავის მხრივ, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის გადაწყვეტა შესაძლებელია კომპრომისის საფუძველზე, რომელსაც ეუთო-ს თანათავმჯდომარეები სთავაზობენ.

„აზერბაიჯანული მხარე ყოველთვის გაერო-ს ოთხ რეზოლუციას ეფუძნება, მაგრამ კითხვა მაქვს ბატონ ალიევთან: ამ რეზოლუციებიდან რომელი პუნქტი შეასრულა აზერბაიჯანმა? ერთადერთი ამ პუნქტების შემსრულებელი სომხეთია, რომელიც გამოიყენა თავისი გავლენა ამ საომარი მოქმედებების შესაჩერებლად. თუკი ჩვენ დავუბრუნდებით 90-იანი წლების დასაწყისის მოვლენებს, ვფიქრობ, ერთის მხრივ, კარგი იქნება, მეორეს მხრივ კი რაღაც გაიწელება... თუკი გავაგრძელებთ ერთმანეთისთვის დაბრალებას, ვფიქრობ, ეს კონფლიქტი კიდევ დიდ ხანს ვერ გადაიჭრება", – განაცხადა სარგსიანმა, რომელმაც ვლადიმერ პუტინს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მომართულია ამ კონფლიქტის გადასაწყვეტად.

ალიევი-სარგსიანი-პუტინის სამმხრივი შეხვედრა მთიანი ყარაბაღის პრობლემის დასარეგულირებლად გუშინ, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტის სოჭის რეზიდენციაში „ბოჩაროვ-რუჩეიში" გაიმართა.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента