ЭКОНОМИКА

სტალინის მიერ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სომხეთის ჩაყენების მცდელობა

21.11.15 16:35




ი.სტალინის მიერ ვ.ი.ლენინისადმი გაგზავნილი დეპეშა

(ვლადიკავკაზი,1920 წლის 16 ნოემბერი)

მიმართულების მიცემისათვის , ბაქოს სამი მხრიდან შეიძლება საფრთხე მოელოდოს. პირველი მიმართულება: სამხრეთიდან ,თუ კი ანზალი და რაშტი შახის რეჟიმს გადაეცემა, საფრთხე ინგლისის მხრიდან, რომელიც დღესდღეობით ირანში რეალურ ხელისუფლებას წარმოადგენს. . ასეთ ვითარებაში ინგლისი კასპიის ზღვაში რამდენიმე წყალქვეშა ნავის გაშვებით, ჩვენს საზღვაო ტრანსპორტს საქმეს გაუფუჭებს. და თანაც თუ არმიას სამხრეთ ირანიდან და მესაპოტომიიდან ჩრდილოეთისაკენ გადაიყვანს , იმ შემთხვევაში ბაქოს დაცვას დიდი ძალა დასჭირდება. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად სანამ ინგლისელები ირანს დატოვებენ ანზალისა და რაშტის დროებით ირანვისათვის გადაუცემლობის შესახებ პირობა უნდა დაიდოს.



მეორე მიმართულება : საფრთხე თურქეთის მხრიდან. თურქეთი რომ სომხეთში დამკვიდრდეს ,აზერბაიჯანთან საერთო საზღვარი ექნება. ამ საფრთხის თავიდან ასაცილელად ,დღევანდელი პირობების გამოყენებით ,სომხეთი უნდა გასაბჭოვდეს და თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ჩადგეს.

მესამე მხარე: საქართველოს მხრიდან, უფრო სწორად საფრთხე ანტანტის მხრიდან. საქმე იმაშია,რომ თბილისსა და ელიზავეტპოლს შორის არსებულ ტერიტორიაზე დასავლეთიდან მიყენებული დარტყმის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ადგილი არ არის. მეტოქე პირველი დარტყმისთანავე ელიზვეტპოლს მისწვდება და ეჭვგარეშეა,რომ აზერბაიჯანში ბურჟუაზიულ მთავრობას ჩამოაყალიბებს. და ამითაც რა თქმა უნდა აზერბაიჯანში მყოფი მეზობლების ზურგში მოქცევა შეიძლება მოხერხდეს . რამდენადაც ბურჟუაზიული საქართველო არსებობს, ეს აღნიშნულ საფრთხეთაგან ყველაზე სერიოზულ საფრთხედ რჩება. თანაც საქართველოს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ძალები უნდა გვყავდეს. აღნიშნული საფრთხის თავიდან ასაცილებლად საქართველო დღესვე უნდა გასაბჭოვდეს. ჩვენი არმიის ზაქათალაში კონცენტრირებით უნდა ვისარგებლოთ და თბილისისაკენ დავიძრათ. საქართველოს გასაბჭოება , ჩრდილო კავკასიის მეწინავე რევოლუციონერების საიმედო ზურგის გაბათილებითა და ჩრდილო კავკასიის დამორჩილებით მთავრდებოდა. ახლა ვრანგელის ბათუმში კი არა კონსტანტინეპოლში გაქცევის დროს , ჩვენი არმია თავისუფალია . კიდევ უფრო შესაბამისი დროის გამონახვა შეუძლებელია. სამი საფრთხე და მათ წინააღმდეგ რაიმე საშუალება ასე მესახება. კიდევ უფრო ვრცლად ექვსი დღის შემდეგ .

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента