ЭКОНОМИКА

ზარენ კარკადიანი „1820 წლამდე სომხეთის ტერიტორიის 2300 დასახლებულ პუნქტში 2.000 – ზე მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობდა„

21.11.15 16:22




ახლანდელი სომხეთის ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანელების დეპარტაციის თარიღი 1820-1988 წლებს მოიცავს .

აზერბაიჯანის ახლანდელი სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული მიწებიდან იძულებით აყრამ არა მხოლოდ აზერბაიჯანში არამედ თვით სომხეთში და სხვა ქვეყნებში გამოცემულ წიგნებშიც ჰპოვა თავისი ასახვა .



სომეხი ავტორი ზარენ კარკადიანი თავის „საბჭოთა სომხეთის მოსახლეობა 1831–1931–იან წლებში„ სახელწოდების წიგნში წერს :„ 1820 წლამდე დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე 2300 დასახლებულ პუნქტიდან 2.000 დასახლებულ პუნქტში აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ.„ .ამრიგად, 1828 წელს ირანსა და რუსეთს შორის დადებულ გულისტანის ხელშეკრულების შემდეგ ,რომელიც აზერბაიჯანის დანაწევრებით დასრულდა , დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანელები დროგამოშვებით დეპარტაციას განიცდიდნენ. 1986 წელს ერევანში გამოცემულ „სომხეთსა და მიმდებარე რაიონების ტოპონიმთა ლექსიკონი „ წერია „ დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთა 70 პროცენტი 1820–1830 წლებში თურქეთიდან და ირანიდან ჩამოსული მუჰაჯირები არიან„

ან და 1911 წელს პეტერბურგში გამოცემულ ი. შავროვის „ამიერკავკასიაში რუსული საქმის საფრთხე„ სახელწოდების წიგნში ვკითხულობთ: „ 1928–1930 –იან წლებში ამიერკავკასიაში ირანიდან 40 000 , თურქეთიდან კი 84 600 სომეხი იქნა გადმოსახლებული და ჩასახლებულნი იქნენ ირავანის გუბერნიის საუკეთესო მიწებზე ,სადაც სომეხი ეროვნების ხალხი უმცირესობას შეადგენდნენ .„ ამავე დროს აშშ–ს პროფესორი ჯასტინ მაკარტი თავის „იყო თუ არა გენოციდი?„ სახელწოდების წიგნში წერს: „1820–1830 –იან წლებში რუსეთის ტერიტორიაზე 600 ათასი სომეხი იქნა გადასახლებული, ორმა მილიონმა მუსლიმანმა კი აღნიშნული ტერიტორიები დატოვა.„

XX საუკუნეში სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანელების მასობრივი დეპარტაციის ოპერაცია– 1905,1918 ,1920,1948–1956,1987–1988 წლების სახელწოდებით – ოთხ ეტაპად იყოფა. როგორც სტატისტიკურ და საარქივო დოკუმენტებით მტკიცდება , ამ ოპერაციის შედეგად ახლანდელი სომხეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ერთი მილიონ ხუთასი ათასზე მეტი აზერბაიჯანელი აყრილი და განდევნილი იქნა თავისი ისტორიული მიწებიდან. სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის დამყარების შემდეგ აზერბაიჯანელებით დასახლებული 940 საცხოვრებელ პუნქტიდან 698 –ის სახელი ,სომხეთის უმაღლესი საბჭოს ბრძანებით გადარქმეულ იქნა და სომხური სახელწოდებით შეიცვალა, მაგრამ სომხები ამითაც არ დაკმაყოფილებულან,სახელების შეცვლის ოპერაცია აზერბაიჯანელების ამ რესპუბლიკიდან სრული დეპარტაციის შემდეგაც გაგრძელდა. სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ პეტროსიანმა 1991 წლის 9 აპრილის ბრძანებულებით უკანასკნელ 91 აზერბაიჯანული დასახელების საცხოვრებელ პუნქტს სახელი შეუცვალა და სომხური სახელები დაარქვა.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента