ЭКОНОМИКА

ბიბილოვი: იტალიის პარლამენტი სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს განიხილავს

20.11.15 21:08




მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინილოგია

"პარტიამ "ერთიანმა ოსეთმა" თანამშრომლობა დაიწყო იტალიის საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიასთან "ჩრდილოეთის ლიგა" (Lega Nord)", - ამის შესახებ Sputnik-ს ცხინვალის წარმომადგენელმა, პარლამენტის სპიკერმა, ანატოლი ბიბილოვმა განუცხადა, რომელიც მილანში, პარტიის შტაბ-ბინაში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.
ბიბილოვი ამბობს, რომ "ჩრდილოეთის ლიგა" იტალიელთა მნიშვნელოვანი მხარდაჭერით სარგებლობს და სოლიდური წარმომადგენლობა ჰყავს ევროპარლამენტში.
"მიუხედავად "ერთიანი ოსეთისა" და "ჩრდილოეთის ლიგის" პროგრამული მიზნების სხვაობისა, ჩვენ საერთო ენა გამოვნახეთ, ჩვენ გვაერთიანებს მსგავსი ანტიგლობალური შეხედულებები, ასევე პოზიცია თვითგამორკვევაზე ხალხის უფლების შესახებ და ამ საკითხზე ორმაგი სტანდარტების დაუშვებლობაზე", - აცხადებს ბიბილოვი.
როგორც ცხინვალის წარმომადგენელი ამბობს, პარტიის ლიდერი, მატეო სალვინი დაპირდა ცხინვალის წარმომადგენლებს, რომ იტალიის პარლამენტში სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს დასვამს.
"ჩვენ უკვე ვამზადებთ პოლიტიკურ-სამართლებრივ საფუძვლებზე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესახებ დოკუმენტებს, რომელთაც შემდეგ იტალიურ ენაზე გადავთრგმნით. "ჩრდილოეთის ლიგა" შეგვპირდა, რომ სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს იტალიის პარლამენტში კენჭისყრაზე დააყენებს. იმის მიუხედავად, რომ Lega Nord არ არის უმრავლესობის პარტია და ყველაფერი დამოკიდებული იქნება ხმის მიცემაზე, ნებისმიერი შედეგი იქნება კარგი შანსი იმისთვის, რომ ევროპელი პოლიტიკოსების ყურადღება მივიქციოთ",- ამბობს ბიბილოვი.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента