ЭКОНОМИКА

სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საერთაშორისო სტრუქტურებთან ღია დიალოგისთვის მზად არიან

20.11.15 20:34




აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება მზად არის ღია დიალოგისთვის საერთაშორისო სტრუქტურებთან, მათ შორის ევროპის საბჭოსთან, გაეროსა და ეუთოსთან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ამის შესახებ "ტასი" იუწყება.



მინისტრმა კომენტარი გააკეთა კომიტეტის მიერ მიღებულ დადგენილებაზე "აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან გაფორმებული შეთანხმებებით რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის შესახებ". დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ მოსკოვის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას მოკავშირეობის შესახებ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია.

"მე არ ვარ საქმის კურსში რუსეთისადმი ასეთი მოთხოვნებისა და განცხადებების შესახებ, რომ უზრუნველყოს წვდომა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე". მე ასეთების შესახებ არაფერი ვიცი", - განაცხადა ლავროვმა კითხვაზე, მზად არის თუ არა რუსეთი დაეხმაროს ევროპის საბჭოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის საკითხში. მისივე თქმით, მან მხოლოდ ის იცის, რომ კავკასიაში 2008 წლის შემდეგ ორი ახალი სახელმწიფო არსებობს, რომელთა მხარდაჭერასაც რუსეთი გააგრძელებს, "რათა არ მოხდეს ახალი ავანტურა".

"კითხვა, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაშვებას უკავშირდება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე, უნდა დაუსვათ ამ ქვეყნების ხელისუფლებებს", - განაცხადა ლავროვმა.

მინისტრის თქმით, ამ "რესპუბლიკებში" სტუმრობენ ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლები და ამ რესპუბლიკების ხელმძღვანელები რუსეთთან ხშირი კონტაქტების დროს ამბობენ, რომ მზად არიან საერთაშორისო სტრუქტურებთან ღია დიალოგისთვის.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента